ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენმა მთავრობამ 2023 წელს დადებითი ზრდის ტენდენცია შეინარჩუნა და საშუალო ეკონომიკური ზრდა არის 7% პირველ 8 თვეში, ხოლო ინფლაციის ტემპი 1%-ზე ნაკლებია

ჩვენი მთავრობის ფუნდამენტური ფილოსოფია არის მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება, ასევე ის, რომ შენარჩუნდეს პროგნოზის გაკეთების შესაძლებლობები და ეკონომიკური კეთილდღეობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო ახორციელებს გონივრულ მაკროეკონომიკურ გადაწყვეტილებებს და სტრუქტურულ რეფორმებს, რაც ქვეყნის ძლიერ ეკონომიკურ მაჩვენებლებს განაპირობებს.

„ჩვენი მთავრობის ფუნდამენტური ფილოსოფია არის როგორც აღვნიშნეთ მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება, ასევე ის, რომ შენარჩუნდეს პროგნოზის გაკეთების შესაძლებლობები და ეკონომიკური კეთილდღეობა.

მიუხედავად რთული გამოწვევისა, კოვიდ-19 პანდემიისა, ჩვენი მაინც მივაღწიეთ ეკონომიკურ ზრდას და საქართველოს ეკონომიკა კვლავ დაუბრუნდა 10 % ორნიშნა ზრდის ტემპს, 2021 და 2022 წლებში და ჩვენმა მთავრობამ ეს დადებითი ზრდის ტენდენცია ასევე შეინარჩუნა 2023 წელს და საშუალო ეკონომიკური ზრდა არის 7% პირველ 8 თვეში ხოლო ინფლაციის ტემპი ერთ პროცენტზე ნაკლებია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით საქართველო ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის ქვეყნებს შორის დარჩება, ჩვენ ზედა საშუალო შემოსავლიანი ქვეყნის სტატუსს მივაღწიეთ და გავზარდეთ მშპ, 8000 დოლარამდე და მოსალოდნელია რომ ეს გაგრძელდება 2023 წლის ბოლოსთვის და მომავალი წლისთვის კი 8700 აშშ დოლარი იქნება და სულ რაღაც 3 წელიწადში მშპ ერთ სულ მოსახლეზე თითქმის გაორმაგდა, ჩვენი ზრდა 2022 -2023 წლებში მართლაც გამოირჩეოდა რეალური ზრდით ისეთ სექტორებში, როგორიც არის ტრანსპორტი, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ასევე მშენებლობა, ვაჭრობა და სხვა. ვიმედოვნებ, რომ ასეთი პოზიტიური ტენდენცია გაგრძელდება. გარდა ამისა ოფიციალურმა სარეზერვო აქტივებმა, ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, უმუშევრობისა და სიღარიბის მაჩვენებლები ისტორიულად დაბალ დონეზეა.

ასევე საქართველო ახორციელებს, გონივრულ მაკროეკონომიკურ გადაწყვეტილებებს და სტრუქტურულ რეფორმებს, რაც ჩვენს ძლიერ ეკონომიკურ მაჩვენებლებს განაპირობებს.

შემთხვევითი არ არის ის, რომ ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ფინანსური ორგანიზაცია საქართველოს ათავსებს სულ წარმატებულ მაღალი რანგის ქვეყნებს შორის.

გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება მართლაც წარმოადგენს საქართველოს მმართველობის ქვაკუთხედს და ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, დავიცვათ ეს ფასეულობები რაც ასახულია ბევრ პრესტიჟულ რეიტინგში.

მსოფლიო მართლმსაჯულების რეიტინგის 2023 წლის ინდექსით კანონის უზენაესობის მიხედვით, საქართველო არის პირველ ადგილზე აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში და ასევე გამოირჩევა ღია ბიუჯეტით და ასევე კიდევ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშით, საქართველომ გადაუსწრო ევროკავშირისა და ნატო-ს ბევრ ქვეყანას თავისი ეფექტურობით.

ფეიზერის ინსტიტუტის ანგარიშით ეს არის „მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლება 2023“, საქართველო ყველაზე თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების 25 ეულში არის. ასევე 2023 წლის Heritage Foundation- ის თავისუფლების ინდექსით საქართველო 21-ე ადგილზეა ევროკავშირის 11 წევრ ქვეყანაზე წინ და სულ 35-ე ადგილზეა მსოფლიოში ქვეყნებთან შედარებით“, - განაცხადა პრემიერმა.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნას მიღწეული
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
1 დეკემბერი - შიდსის მსოფლიო დღე - შიდსის ჯანდაცვის ფონდი გვახსენებს - „ჯერ არ დასრულებულა“
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე