„ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიცია, კამპანიის ფარგლებში, აშშ-ს სენატსა და სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრებს აგრძელებენ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო ურთიერთობის მდივნის მოადგილის, ალექსანდრე კრევო ასათიანის განცხადებით, აშშ-თან თავისუფალ ვაჭრობის შეთანხმება ათი ათასობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნას და საქართველოს გაძლიერებას ნიშნავს, როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, ისე საქართველოს უსაფრთხოებისათვის.

შესაბამის ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს, რომელიც „სტრატეგია აღმაშენებელთან” ერთად, კამპანიის ფარგლებში, აშშ-ს სენატსა და სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრებს აგრძელებენ.

მისივე განცხადებით, „იმის ნაცვლად, რომ რუსულ კორუმპირებულ სქემებში და ჩინურ საეჭვო გარიგებებში ჩავიძიროთ, დასავლური ეკონომიკური შესაძლებლობა უნდა მივიღოთ“.

„აშშ-თან თავისუფალ ვაჭრობის შეთანხმება ათი ათასობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნას, საქართველოში ახალი ქარხნების გახსნას, ახალი ამერიკული კომპანიების ჩამოსვლასა და საქართველოში ქართული კომპანიების გაძლიერებას ნიშნავს. ასეთი შეთანხმება საქართველოს უსაფრთხოებისთვის კარგი იქნება, საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობისთვის კარებს გახსნის. ამიტომ გვჭირდება ასეთი შეთანხმება და ამიტომ ვართ დღეს აქ. დღეს საუბარი სახელმწიფო დეპარტამენტთან და წარმომადგენელთა პალატასთან გვქონდა. ახლა სენატში ვიმყოფებით და მნიშვნელოვან შეხვედრებს აქაც გავაგრძელებთ. როცა არ გვყავს ისეთი ხელისუფლება, რომელიც მზად არის, ასეთ თემებზე ისაუბროს, ვინმემ უნდა აიღოს ეს პასუხისმგებლობა და ჩვენ ვიღებთ ამ პასუხისმგებლობას. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. იმის ნაცვლად, რომ რუსულ კორუმპირებულ სქემებში და ჩინურ საეჭვო გარიგებებში ჩავიძიროთ, დასავლური ეკონომიკური შესაძლებლობა უნდა მივიღოთ”, - განაცხადა ალექსანდრე კრევო ასათიანმა.

მირიან მირიანაშვილი - დღეს მსოფლიო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, დათანხმდება თუ არ რუსეთი უკრაინაში განსათავსებელი სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში ნატოს წევრი ევროპული სახელმწიფოების სამშვიდობო ძალების მონაწილეობას
ქართული პრესის მიმოხილვა 13.02.2025
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, საქართველოს „სტალინიზაციაა“
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა