ირაკლი ქადაგიშვილი - ანაკლიის პორტის აშენებით დაინტერესებულია ის, ვისაც ტვირთები აქვს გასატარებელი - ეს არ არის სამხედრო პორტი და ზოგადი ლაპარაკი იმის შესახებ, რომ იქ რაღაც გემები შევა და გაჩერდება, ასე არ ხდება

ანაკლიის პორტის აშენებით დაინტერესებულია ის, ვისაც ტვირთები აქვს გასატარებელი - „შუა კორიდორის“ ძირითადი ბენეფიციარი ჩინეთი და შუა აზიაა, ამიტომაც მათი ინტერესი ყველაზე მეტია, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

როგორც ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, „ანაკლიის პორტი სამხედრო პორტი არ არის, შავ ზღვაში უცხოური გემების ყოფნა შეზღუდულია და ზოგადი ლაპარაკი იმის შესახებ, რომ იქ რაღაც გემები შევა და გაჩერდება, ასე არ ხდება“.

ქადაგიშვილმა განაცხადა ისიც, რომ აშშ-სა და ჩინეთს შორის არის კონკურენცია, მაგრამ ერთმანეთთან ვაჭრობასა და თანამშრომლობას განაგრძობენ.

„მოგეხსენებათ, აშშ-ი და ჩინეთი კონკურენციაში არიან. ამავდროულად, ეს კონკურენცია მუდმივი თანამშრომლობის ფონზე მიმდინარეობს. მომავალ კვირას არის ჩინეთ-აშშ-ს ძალიან დიდი სამიტი, სადაც ჩინეთისა და ამერიკის პრეზიდენტები, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ხვდებიან ერთმანეთს. კონკურენციის მიუხედავად, სამიტზე სტაბილურობისა და თანამშრომლობის შენარჩუნებაზე ისაუბრებენ. რაც შეეხება ანაკლიის პორტის აშენების საკითხს, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია „აბრეშუმის გზა“. ეს ტრანზიტული გზა, ეს „შუა კორიდორი“ იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირის მიმართულებით ჩინეთისა და შუააზიის ტვირთებმა უნდა იმოძრაოს. ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საქართველომ ღია კონკურსი გამოაცხადა. საქართველოს მთავრობამ აშშ-ს ელჩს მიმართა, რათა მათ შორის ამერიკული კომპანიები მოზიდულიყო. საერთაშორისო სტანდარტებით გამოცხადებულ ღია კონკურში ყველაზე მეტ დაინტერესებას ჩინეთი გამოხატავს, გამომდინარე იქიდან, მას შემდეგ რაც რუსეთის გზა პრობლემურია, ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობებისთვის მნიშვნელოვანია „შუა კორიდორის“ ამოქმედება“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ვახუშტი მენაბდე - ჩვენ ახლა ვართ მდგომარეობაში, როცა „ქართული ოცნება“ პროცესებს მართავს არა კანონზე, არამედ ძალაზე დაყრდნობით და ძალის დემონსტრირებით ცდილობს თავისი მმართველობის დაკანონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით