მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის ინფრასტრუქტურის რეგიონალური დირექტორი - საქართველო-რუმინეთის დამაკავშირებელი წყალქვეშა კაბელი შექმნის საქართველოსთვის ექსპორტის ახალ ბაზარს

საქართველოს აქვს ენერგეტიკის დიდი პოტენციალი და სურს ექსპორტის ახალი ბაზრის განვითარება. სწორედ ამიტომ სურს მას საქართველო-რუმინეთის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის შექმნა. ეს შექმნის საქართველოსთვის ექსპორტის ახალ ბაზარს, - ამის შესახებ მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის ინფრასტრუქტურის რეგიონალურმა დირექტორმა ჩარლზ ჯეი კორმიერიმ ჟურნალისტებს განაცხადა.

„ჩვენ დღეს მოვისმინეთ, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა სწორ გზაზე დგას. რასაც ჩვენ ვაკეთებთ დაკავშირებადობის კუთხით, ვცდილობთ დავინახოთ, როგორ შეუძლია საქართველოს სავაჭრო ურთიერთობების განვითარება. დღევანდელი კონფერენციის დღის წესრიგში არის იმ საკითხის განხილვა, თუ როგორ შეიძლება საქართველოდან ტვირთის ეფექტურად ტრანზიტი, რომ მან მეზობლებთან ეფექტური სავაჭრო ურთიერთობა შეძლოს. საქართველოს აქვს ენერგეტიკის დიდი პოტენციალი და სურს ექსპორტის ახალი ბაზრის განვითარება. სწორედ ამიტომ სურს მას საქართველო-რუმინეთის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის შექმნა. ეს შექმნის საქართველოსთვის ექსპორტის ახალ ბაზარს“, - აღნიშნა ჩარლზ ჯეი კორმიერიმ.

მან უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შუა დერეფნის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

რაც შეეხება „შუა დერეფანს“, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ კი ჩვენ ვხედავთ, რომ უამრავ სატრანსპორტო და ლოგისტიკურ კომპანიას არ სურთ ჩრდილოეთ რუსეთში გავლა. და გაჩნდა იდეა მეორე მარშრუტის შექმნის, რომ ალტერნატივა გაჩენილიყო, ეს ცოტა უფრო ძვირია, მათთვის უფრო ძვირია. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ „შუა დერეფანი“ სიცოცხლისუნარიანია სხვა მიზეზის გამო. იდეა არის, რომ განვითარდეს რეგიონული ჰაბები, არ იყოს დამოკიდებულება დასავლეთ ჩინეთის დასავლეთ ევროპასთან ვაჭრობაზე, არამედ დაიწყოს რეგიონული ვაჭრობის განვითარება საქართველოსა და თურქეთს შორის, საქართველო ყაზახეთს შორის. ასე რომ, არსებითად, შუა დერეფანი იქნება ჰაბებისა და წარმოების სერია. შუა დერეფანი არ არის მხოლოდ დასავლეთ ჩინეთი, დასავლეთ ევროპა, არამედ არსებითად, რეგიონული სავაჭრო ჰაბი. ჩვენ ახლახან ჩავატარეთ კვლევა ამ დერეფნის შესახებ, რომელიც გამოქვეყნდება და თქვენ ნახავთ, რომ მას აქვს უზარმაზარი პოტენციალი, გაზარდოს ტრიგერები“, - აღნიშნა მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის ინფრასტრუქტურის რეგიონალურმა დირექტორმა.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნას მიღწეული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე