ირაკლი ღარიბაშვილი - თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში ძალიან კარგი საუბარი მქონდა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში ძალიან კარგი საუბარი მქონდა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ტვიტერზე“ წერს.

მთავრობის მეთაურის თქმით, შეხვედრაზე შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი და რეგიონალური თანამშრომლობა, ისევე როგორც ჩვენი მზაობა მშვიდობის პროცესში წვლილის შეტანასთან დაკავშირებით.

"თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში ძალიან კარგი საუბარი მქონდა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან.

განვიხილეთ ორმხრივი და რეგიონალური თანამშრომლობა, ისევე როგორც ჩვენი მზაობა მშვიდობის პროცესში წვლილის შეტანასთან დაკავშირებით.

მოუთმენლად ველი საქართველოსა და სომხეთის თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებას სხვადასხვა მიმართულებით“, - აღნიშნავს პრემიერი.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა