აშშ-ს ელჩი - როცა ახალგაზრდა დიპლომატი ვიყავი, საქართველოსთან ერთად ვმუშაობდი ბაქო-ჯეიჰანის მილსადენის რეალიზების პროექტზე - დღეს ვხედავ, რას მიაღწია საქართველომ შუა დერეფნის, გზების, რკინიგზის და პორტების განვითარების კუთხით

ვფიქრობ, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ უაღრესად მნიშვნელოვანი პლატფორმაა, სადაც იკრიბება კერძო სექტორი და საჯარო სექტორი, შუა დერეფნის ქვეყნების ლიდერები ამ მნიშვნელოვანი სატრანზიტო გზის განვითარების მხარდასაჭერად,- ამის შესახებ აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა განაცხადა.

ელჩის თქმით, ის აფასებს პრემიერის და საქართველოს მთავრობის ინიციატივას ფორუმის ჩატარებისთვის.

„მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები ფორუმზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი მასპინძლობს და გვყავს დიდი წარმომადგენლობა შეერთებული შტატების მხრიდან როგორც კომპანიებიდან, ასევე საერთაშორისო განვითარების სააგენტოდან. იცით, როცა ახალგაზრდა დიპლომატი ვიყავი, საქართველოსთან ერთად ვმუშაობდი ბაქო-ჯეიჰანის მილსადენის რეალიზების პროექტზე და საოცარია, რომ დღეს აქ დავბრუნდი და ვხედავ, რას მიაღწია საქართველომ შუა დერეფნის განვითარების კუთხით, გზების, რკინიგზის და პორტების განვითარების კუთხით.

სწორედ ამიტომ ვართ დღეს აქ, შეერთებული შტატები და ჩვენი კომპანიები, რათა გავაგრძელოთ ამ განვითარების მხარდაჭერა და მასში მონაწილეობა, რადგან ვიცით შუა დერეფნის ნამდვილი ღირებულება და საქართველოს როლი ამ შუა დერეფანში. ასე რომ, როგორც ელჩი აქ, მე აბსოლუტურად მზად ვარ მხარი დავუჭირო ამ საკითხს.

ვფიქრობ, რომ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ უაღრესად მნიშვნელოვანი პლატფორმაა, სადაც იკრიბება კერძო სექტორი და საჯარო სექტორი, შუა დერეფნის ქვეყნების ლიდერები ამ მნიშვნელოვანი სატრანზიტო გზის განვითარების მხარდასაჭერად. ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ კერძო სექტორისა და საჯარო სექტორის ერთობლივი თანამშრომლობის გარეშე. ასე რომ, მე ნამდვილად ვაფასებ პრემიერის და საქართველოს მთავრობის ინიციატივას ამ მნიშვნელოვანი ფორუმის ჩატარებისთვის“,- აღნიშნა ელჩმა, რომლის კომენტარსაც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს.

გიორგი ანთაძე - ოფიციალურ ციფრებს რომ გავყვეთ, მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი ოპოზიციურად არის განწყობილი, ბოლო მოვლენების ფონზე ეჭვი მეპარება, რომ ეს ხალხი დღეს ხელისუფლების მომხრე გამხდარიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 28.04.2025
დღეს „ავერსის“ სააფთიაქო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს ქეშბექ აქციას სთავაზობს
ქართველი სტომატოლოგებისა და სტუდენტებისთვის PSP-ს ექსკლუზიური პარტნიორის, იტალიური ბრენდის Curasept-ის ერთობლივი ღონისძიებები ჩატარდა