ალი ასადოვი - კოორდინირებულად ვატარებთ სატრანსპორტო ოპერაციებს საქართველოსთან და სხვა პარტნიორებთან - სასიხარულოა იმის დანახვა, რომ საქართველო დიდ საქმეს აკეთებს ამ სფეროში

შუა დერეფნის ეფექტურობის გაზრდის მიზნით ჩატარებული ოპერაციების შედეგად მოკლევადიანი და ასევე, მოკლე დროში მიღებულ იქნება მნიშვნელოვანი ინდიკატორები, ეს აისახება ტრანსპორტირების სიჩქარესა და ხარისხზე - ყაზახეთიდან საქართველოს პორტებში ტვირთის გატანისთვის დახარჯული დრო მნიშვნელოვნად შემცირებულია წინა წელთან შედარებით, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ალი ასადოვის თქმით, მიზანი არის ის, რომ მომავალი წლისთვის ეს დრო კიდევ ორჯერ შემცირდეს.

„ვფიქრობ, რომ უახლოეს პერსპექტივაში შესრულებული სამუშაო თავის სარგებელს მოიტანს და ეს დერეფანი მართლაც გახდება ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და სწრაფი დერეფანი გლობალურ დონეზე. ცხადზე ცხადია, რომ რკინიგზის გარდა შუა დერეფნის პოტენციალი მჭიდროდ არის დაკავშირებული პორტებში ტვირთის გადაზიდვის შესაძლებლობებთან. ამ მხრივ, ბაქოს საერთაშორისო სავაჭრო საზღვაო პორტი, რომელიც არის ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო საზღვაო პორტი კასპიის ზღვაში, საერთაშორისო დონეზე, უკვე ზემოთ მოხსენიებული სატრანსპორტო დერეფნების მნიშვნელოვან ჯაჭვს წარმოადგენს. ამჟამად აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს იმისათვის, რომ ამ პორტში ტვირთების გადაზიდვის სიმძლავრეები 15 მილიონი ტონიდან 25 მილიონ ტონამდე გაიზარდოს. შუა დერეფნისთვის ბათუმისა და ფოთის პორტები საქართველოში ასევე მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენენ. აზერბაიჯანის მიერ ყულევის პორტის გაფართოება შუა დერეფნის განვითარებაში წვლილს შეიტანს. ჩვენ კოორდინირებულად ვატარებთ სატრანსპორტო ოპერაციებს საქართველოსთან და ასევე, სხვა პარტნიორებთან ჩვენს რეგიონში. ნამდვილად სასიხარულოა იმის დანახვა, რომ საქართველო დიდ საქმეს აკეთებს ამ სფეროში, ამის მაგალითია რკინიგზის მოდერნიზება, პორტების მშენებლობა და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება. გარდა ამისა, აზერბაიჯანისა და საქართველოს თანამშრომლობის დღის წესრიგში არის ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის შექმნის პროექტი. ჩვენ მზად ვართ, რომ ამ სფეროშიც ვითანამშრომლოთ. გარდა პორტებისა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქონლის ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად სამოქალაქო სატვირთო გადაზიდვის საშუალებები არსებობდეს. უნდა აღნიშნოს, რომ აზერბაიჯანს კასპიის ზღვაზე ყველაზე დიდი გადასაზიდი საშუალებები გააჩნია. ჩვენთან გემთმშენებლობის კუთხით წარმატებით ხორციელდება შეკვეთები და სხვადასხვა დანიშნულების და მიზნობრიობის გემები შენდება, ასევე, ხდება თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად მათი შეკეთებაც“, - განაცხადა ალი ასადოვმა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა