რატი ბრეგაძე - ნუ ფიქრობთ ნეგატიურ სცენარზე, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად -  დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო გულითადად გაიღიმებთ, როცა გაიგებთ, რომ საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი

ნუ ფიქრობთ ნეგატიურ სცენარზე, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, გაიღიმეთ, დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო­ გულითადად გაიღიმებთ, როცა გაიგებთ, რომ საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი, - ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და მის მოლოდინებს შეეხებოდა.

ამასთან, მინისტრმა პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას კავშირი დეპოლარიზაციასთან და შესაბამისად, კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან არ აქვს.

„პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, ის არ არის არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრი. შესაბამისად, სახელმწიფოში როცა მიდის სამართლებრივი პროცედურები, შეუძლებელია, ვინმემ ისაუბროს დეპოლარიზაციაზე და იმპიჩმენტის საკითხი დაუკავშირონ დეპოლარიზაციას. დეპოლარიზაციაში მონაწილეობენ პოლიტიკური პარტიები. პრეზიდენტი არ არის არცერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, ყოველ შემთხვევაში, ოფიციალურად. შესაბამისად, შეუძლებელია დეპოლარიზაციაზე საუბარი პრეზიდენტთან რაიმე სახის კავშირში იყოს. ჩემთვის, როგორც იუსტიციის მინისტრისთვის, სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია. ეს არის დადასტურებული ფაქტი. დანარჩენი შეფასება უნდა გააკეთოს პარლამენტმა“,- განაცხადა რატი ბრეგაძემ.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა