არჩილ გაჩეჩილაძე - „აბრეშუმის გზის ფორუმი“ შესანიშნავი პლატფორმაა, სახელმწიფო მოღვაწეები და ბიზნესმენები ერთად შეიკრიბონ და  ერთმანეთს ხედვები გაუზიარონ

„საქართველოს აქვს ამბიცია გახდეს რეგიონული ჰაბი ბევრი მიმართულებით, ამ კუთხით სხვადასხვა სექტორში, ტურიზმში­ დიდი წინსვლაა, ტრანსპორტირების კუთხითაც. იმისათვის, რომ დიდი ნაბიჯები წინ გადავდგათ ავიაციაში, ლოგისტიკაში და სხვა მიმართულებით“, - ამის შესახებ საქართველოს ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომელიც „აბრეშუმის გზის ფორუმის“ პანელურ დისკუსიაში „პოლიტიკით განპირობებული გადაწყვეტილებები“ მონაწილეობს.

მან ეკონომიკის სხვადასხვა სექტორისთვის ფორუმის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „აბრეშუმის გზის ფორუმი“ შესანიშნავი პლატფორმაა, სახელმწიფო მოღვაწეები და ბიზნესმენები ერთად შეიკრიბონ და ერთმანეთს ხედვები გაუზიარონ.

„აუცილებელია, ჩვენი რეგიონული პარტნიორები გააქტიურდნენ. ამ მიზნით ეს ფორუმი შესანიშნავი პლატფორმაა, ჩვენთვის დიდი პატივია საქართველოს ბანკი იყოს ფორუმის გენერალური სპონსორი“,-განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმმა“ დღეს დაიწყო მუშაობა, ის 26-27 ოქტომბერს გაგრძელდება და ათ თემატურ პანელს მოიცავს სხვადასხვა მიმართულებით: შუა დერეფანი, ინვესტიციები, სავაჭრო კავშირები, ტურიზმი, ენერგეტიკა და ა.შ. ფორუმზე აქტიურადაა წარმოდგენილი ქართული ბიზნეს-სექტორი.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა