„საქართველოს ბანკის“ იდეათეკა მოსწავლეებისთვის უკვე ზუგდიდშიც გაიხსნა

ქალაქ ზუგდიდში, აფხაზეთის N 1 საჯარო სკოლაში რიგით მეთვრამეტე იდეათეკა გაიხსნა.

ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

„საქართველოს ბანკის“ ცნობით, ზუგდიდში გახსნილი იდეათეკა 300-ზე მეტ მოსწავლეს მისცემს წვდომას მრავალფეროვან ბიბლიოთეკაზე, სხვადასხვა საგანმანათლებლო რესურსსა და ინვენტარზე, მათ შორის კომპიუტერებსა და პროექტორზე.

„საქართველოს ბანკი“ განათლების შესაძლებლობების შექმნას აქტიურად განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი არაერთ პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. ერთ-ერთ გამორჩეულ ინიციატივას კი „საქართველოს ბანკის“ იდეათეკა წარმოადგენს - მულტიფუნქციური სივრცე შემეცნებისა და ახალი აღმოჩენებისთვის.

იდეათეკა საგანმანათლებლო სივრცეა რეგიონის სკოლებში, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებისთვის, განსაკუთრებით კი მაღალმთიან, საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში მცხოვრები ბავშვებისთვის განათლების შესაძლებლობის შექმნას.

„საქართველოს ბანკის“ იდეათეკა 7 რეგიონის 17 სკოლაში უკვე ფუნქციონირებს, ახლა კი მათ რიცხვს, რიგით მეთვრამეტე იდეათეკა შეემატა, რომელიც ქალაქ ზუგდიდში, აფხაზეთის N 1 საჯარო სკოლაში გაიხსნა.

აღსანიშნავია, რომ ზუგდიდში გახსნილი იდეათეკა 300-ზე მეტ მოსწავლეს მისცემს წვდომას მრავალფეროვან ბიბლიოთეკაზე, სხვადასხვა საგანმანათლებლო რესურსსა და ინვენტარზე, მათ შორის კომპიუტერებსა და პროექტორზე.

იდეათეკაში, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართ მოსწავლეებში ინტერესის გასაღრმავებლად, შექმნილია STEM კუთხე. აღნიშნული სივრცე მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, გაეცნონ პროგრამირებისა და რობოტიკის საფუძვლებს, შეიმეცნონ მეტი STEM (მათემატიკის, ინჟინერიის, ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების) მიმართულებით და მიიღონ საბაზისო ცოდნა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„საქართველოს ბანკის“ იდეათეკების პროექტი ქართული წიგნის ინსტიტუტთან პარტნიორობით ხორციელდება. აფხაზეთის N1 საჯარო სკოლაში იდეათეკა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან მჭიდრო პარტნიორობით გაიხსნა.

„საქართველოს ბანკის, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის ინიციატივით მეთვრამეტე იდეათეკა გავხსენით - ფერადი სივრცე ბავშვებისთვის, რომელიც მათ მოტივაციას აძლევს, შეიმეცნონ, ისწავლონ, წიგნებთან გაატარონ თავისუფალი დრო და აღმოაჩინონ უფრო მეტი. ჩვენი გუნდის მთავარი მიზანი, რომელიც იდეათეკის შექმნის საფუძველიც გახდა, მაღალმთიან, საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში მცხოვრები მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობის შექმნაა. აფხაზეთის N 1 საჯარო სკოლაში გახსნილი იდეათეკა ამ კონტექსტში კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, რადგან მასში პედაგოგებისა და მოსწავლეების უმეტესობა იძულებით გადაადგილებული პირები არიან. ჩვენ გვჯერა, რომ განათლება უკეთესი მომავლის საწინდარია, რომელიც განვითარებისა და წინსვლის კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას ქმნის. ამიტომ, არ ვჩერდებით და აქტიურად ვაგრძელებთ განათლების მხარდამჭერი პროექტების განხორციელებას“, - აღნიშნავს „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე.

„ინფორმაციისთვის, „საქართველოს ბანკის“ საგანმანათლებლო პროექტების პორტფოლიო მრავალ ინიციატივას ითვლის. მათ შორისაა Chevening-ის, Fulbright-ისა და Miami Ad School Europe-თან თანამშრომლობით შექმნილი ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამები. ასევე, STEM სკოლა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ოლიმპიადა და სხვა.

„სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტებით ბანკმა განათლება უკვე 120 000-ზე მეტი ახალგაზრდისთვის გახადა ხელმისაწვდომი. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. „საქართველოს ბანკი“ ახალი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახუშტი მენაბდე - ჩვენ ახლა ვართ მდგომარეობაში, როცა „ქართული ოცნება“ პროცესებს მართავს არა კანონზე, არამედ ძალაზე დაყრდნობით და ძალის დემონსტრირებით ცდილობს თავისი მმართველობის დაკანონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით