ლევან დავითაშვილი - შუა დერეფნის განვითარების თემა დიდი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა

ჩვენ შეგვიძლია გავდოთ ხიდები არამარტო ფიზიკური ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით - ეს გულისხმობს კარგ კოორდინაციასაც. ჩვენ ასევე უნდა გავიგოთ, საიდან და როგორ მოდის ჩვენთან ტვირთები, როგორ ხდება გადაზიდვა. შეიძლება ეს იყოს ჩინეთიდან, მაგრამ ასევე გვაინტერესებს კავშირი ევროპიდან სამხრეთ-აღმოსავლეთ და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, რა თქმა უნდა, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთანაც, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა „აბრეშუმის გზის ფორუმის" პანელურ დისკუსიაზე „შუა დერეფანი".

ლევან დავითაშვილმა, რომელიც პანელის მთავარი მომხსენებელია, ხაზგასმით აღნიშნა, რომ შუა დერეფნის განვითარების თემა დიდი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა, არსებული გამოწვევების მიუხედავად. მისი თქმით, შუა დერეფნის პროექტში ბევრი ქვეყანა მონაწილეობს, ასევე სხვადასხვა ტიპის ტრანსპორტი შეიძლება იქნას გამოყენებული - სარკინიგზო, საზღვა, “ბევრი დაინტერესებული მხარეა კერძო სექტორიდან და ამიტომ მუშაობის პროცესში კოორდინაცია უმთავრესი პრიორიტეტის საგანი უნდა იყოს”.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პანელურ დისკუსიაში „შუა დერეფანი" საქართველოს ვიცე-პრემიერის გარდა სპიკერთა მაღალი დონის გუნდი მონაწილეობს: რაშად ნაბიევი - აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი, თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ენვერ ისკურტი, ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის ვიცე-მინისტრი სატჟან აბლალიევი, კიტაკ ლიმი - საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალური მდივანი და საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტის გაერთიანების (IRU) გენერალური მდივანი უმბერტო დე პრეტო.

„აუცილებელია, კომფორტული სერვისების მიღების შესაძლებლობა შევუქმნათ ჩვენს კლიენტებს, მომხმარებლებს, ამიტომ გაციფრულება შუა დერეფნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან ზუსტ სამოქმედო გეგმაზე, რომელიც რეგულარულად განახლდება ხოლმე და ბოლოს ჩვენ მართლაც ვიქნებით ძალიან კონკურენტუნარიანი მარშრუტი. ეს არის უმოკლესი გზა, რომელიც აზიას ევროპასთან აკავშირებს და თუ მისაღები ფასები იქნება, თუ ამ დერეფანში სიტუაცია პროგნოზირებადი იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია უფრო მეტი კლიენტი და მომხმარებელი მოვიზიდოთ გრძელვადიან პერსპექტივაში", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ამასთან, ვიცე-პრემიერის შეფასებით, პროექტს შეიძლება მოკლევადიანი დადებითი შედეგები ჰქონდეს, დაჩქარდეს ტვირთების გადაზიდვა შუა დერეფანში, მაგრამ აუცილებელია რომ გამოყენებული იქნას ყველა ის წინაპირობა, რომელიც არსებობს.

„მნიშვნელოვანია, მოვიძიოთ უფრო მეტი პარტნიორი და მათთვისაც გავხდეთ სანდრო პარტნიორი", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა