ლევან დავითაშვილი - აბრეშუმის ფორუმი ძალიან წარმატებით მიმდინარეობს - ვისაუბრეთ, როგორია განვითარების ტენდენციები და როგორ შეიძლება, გამოწვევები, რომელიც შუა დერეფანში გვაქვს, დაიძლიოს

ფორუმი ძალიან წარმატებით მიმდინარეობს - ეს საკმაოდ კარგი პლატფორმაა შეხვედრებისთვის, როგორც წესი, სხვა ფორმატების დროს, ასეთი პლატფორმა არ არის ხოლმე, როდესაც შეგვიძლია აქტუალურ, კონკრეტულ საკითხებზე ვიმსჯელოთ, კონკრეტული პრობლემები დავსვათ და შევთანხმდეთ გადაწყვეტებზე , - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აბრეშუმის გზის ფორუმთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ფორუმი, ძირითადად დაკავშირებადობის საკითხებს ეხება.

“გარდა იმისა, რომ პრაქტიკული შეთანხმებები შედგა და ხელი ეწერება ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტებს სხვადასხვა ქვეყანასთან - მთავრობებს შორის, საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის, უნდა აღინიშნოს, რომ ფორუმი ძალიან წარმატებით მიმდინარეობს მონაწილეების თვალსაზრისით. საკმაოდ კარგი პლატფორმაა შეხვედრებისთვის, სადაც პოლიტიკოსი ლიდერები ხვდებიან საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების და ბიზნესების წარმომადგენლებს.

როგორც წესი, სხვა ფორმატების დროს, ასეთი პლატფორმა არ არის ხოლმე, როდესაც შეგვიძლია აქტუალურ, კონკრეტულ საკითხებზე ვიმსჯელოთ, კონკრეტული პრობლემები დავსვათ და შევთანხმდეთ გადაწყვეტებზე. ფორუმი, ძირითადად დაკავშირებადობის საკითხებს ეხება. აქ არ არის მხოლოდ სატრანსპორტო კავშირებზე საუბარი - საუბარია ენერგეტიკულ და ციფრულ კავშირებზე. ძალიან საინტერესო იყო შუა დერეფნის აქტუალური საკითხების განხილვა იმ ფორმატში, რომელიც პანელური დისკუსიის დროს გვქონდა, სადაც ზუსტად შუა დერეფნის ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნები მონაწილეობდნენ - ყაზახეთი, უზბეკეთი, საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ძირითად მინისტრებთან ერთად, რომლებიც პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე არიან პასუხისმგებლები, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ - გვყავდა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციისა და სახმელეთო სატრანსპორტო ორგანიზაციის ხელმძღვანელები.

ვისაუბრეთ, როგორია განვითარების ტენდენციები და როგორ შეიძლება, რომ გამოწვევები, რომელიც შუა დერეფანში გვაქვს, დაიძლიოს საერთაშორისო მაღალი სტანდარტების გათვალისწინებით.

არსებობს მკაფიო საგზაო რუკა, რომელიც დინამიკაში ახლდება ხოლმე და მუდმივი მონიტორინგი ძირითადი პოლიტიკური ლიდერების მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია. ზუსტად ფორუმი გვაძლევს ამის საშუალებას”,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დავითაშვილმა ასევე ისაუბრა ფორუმის ფარგლებში უკვე ხელმოწერილ და დაგეგმილ მემორანდუმებზე.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ხელი მოეწერა ერთობლივი კომპანიის ჩამოყალიბებას, რომელიც საქართველოს, აზერბაიჯანის და ყაზახეთის რკინიგზის მიერ დაფუძნდება და მოემსახურება ჩინეთიდან მომავალ კონტეინირიზებულ ტვირთებს.

“გაცხადებული გვქონდა, რომ საქართველოში ჩამოყალიბდებოდა ერთობლივი კომპანია, რომელიც საქართველოს, აზერბაიჯანის და ყაზახეთის რკინიგზის მიერ დაფუძნდებოდა და ეს მოემსახურება ჩინეთიდან მომავალ კონტეინირიზებულ ტვირთებს. დღეს ფორუმის ფარგლებში ხელი ეწერება ერთობლივი კომპანიის დაფუძნებას, ეს მნიშვნელოვანი კონკრეტული შედეგია შუა დერეფანში კოორდინაციის გაზრდის მიზნით. ჩვენი კონკურენტუნარიანობა მეტი კოორდინაციით კიდევ უფრო გაიზრდება.

ასევე, შეთანხმება გვქონდა კატარის სახელმწიფოსთან, რომელიც ქართველ მეზღვაურებს საშუალებას მისცემს, რომ მათი კვალიფიკაცია აღიარებული იყოს კატარის სახელმწიფოს მიერ. კატარს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ფლოტი აქვს. ქართველების სპეციალიზაციაც ზუსტად ნავთობის და გაზის ტანკერებზე მუშაობაა და ვფიქრობ, რომ ეს ქართველ მეზღვაურებს უკეთესი დასაქმების საშუალებას მისცემს. ასევე, ბევრი სხვა შეთანხმებაა გათვალისწინებული ფორუმის ფარგლებში” , - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა