ნიკოლოზ სამხარაძე - ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გაიზარდოს იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებიც საქართველოს უჭერენ მხარს

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 147-ე ასამბლეაზე მყოფი საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ამოცანაა, მაქსიმალურად გაიზარდოს იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს.

„წელს, გაერო-ში საქართველოს შესახებ მომზადებულ რეზოლუციას მხარი 100-ზე მეტმა ქვეყანამ დაუჭირა. მათ შორის, ბევრმა მათგანმა, რეზოლუციას პირველად დაუჭირა მხარი და ეს ქვეყნები სწორედ აფრიკის კონტინენტიდან იყვნენ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს მხარდაჭერა არ იყოს ერთჯერადი და გაგრძელდეს. შეხვედრებისას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით ვიღებთ დასტურს, რომ მათი პოზიცია არ გადაიხედება და ისინი ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას გააგრძელებენ. დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს, როცა გაერო-ში ჩვენი საკითხი კიდევ ერთხელ დადგება, იმ ქვეყნების რაოდენობა გაიზრდება, რომლებიც რეზოლუციას დაუჭერენ მხარს“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, შეხვედრებისას, საქართველოს პარლამენტის წევრები კოლეგებს, საქართველოში განხორციელებულ იმ რეფორმებზე ესაუბრნენ, რომელიც მოქალაქეებისთვის სერვისების მიწოდებას, საგადასახადო სისტემას, ბიზნესის კეთების სიმარტივეს ეხება.

„ამ ქვეყნების წარმომადგენლებს აინტერესებთ ჩვენს მიერ განხორციელებული რეფორმები. მათგან მივიღეთ არაერთი თხოვნა, რომ დავეხმაროთ განვითარებად სახელმწიფოებს ჩვენი გამოცდილებისა და წარმატებული რეფორმების შესახებ გამოცდილების გაზიარებაში“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება