პარტიამ „საქართველოსთვის“ საკუთარი რიგებიდან ორი წევრი გარიცხა

პარტიამ „საქართველოსთვის“ საკუთარი რიგებიდან ორი წევრი გარიცხა.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ბათუმის საკრებულოს დეპუტატი, ნატალია ძიძიგური და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი შოთა გოგიტიძე „ქართული ოცნების“ მიერ არიან მოსყიდული და გადაბირებული.

“„ქართული ოცნება“ კვლავ განაგრძობს ჩვენი პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ, ბინძური მეთოდებით მიზანმიმართულ ბრძოლას. პოლიტიკური ბრძოლის იარაღად იყენებს მიტაცებულ სახელმწიფო ინსტიტუტებს, ადგილობრივ თვითმმართველობებს, ძალოვან სტრუქტურებს და სპეცსამსახურებს, პარტიის ცენტრალური თუ რაიონული რგოლის წარმომადგენლებს, კრიმინალური სამყაროს წევრებს და მოსყიდვით, დაშინებით თუ დაშანტაჟებით ცდილობს ჩვენი გუნდის წევრების გადაბირებას.

სამწუხაროდ, ამგვარ ცდუნებებს და ზეწოლას გარკვეული პირები ვერ უძლებენ და ლახავენ ჩვენი პოლიტიკური გუნდის და ღირსეული ადამიანების რეპუტაციას. ასეთების ადგილი ჩვენს გუნდში არ არის.

სწორედ ამიტომ, 2023 წლის 26 ოქტომბერს, პარტიამ „საქართველოსთვის“ მიიღო გადაწყვეტილება, ,,ქართული ოცნების“ მიერ მოსყიდული და გადაბირებული ჩვენი წევრები - ქ. ბათუმის საკრებულოს დეპუტატი, ნატალია ძიძიგური და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი შოთა გოგიტიძე გარიცხოს პარტია „საქართველოსთვის“ რიგებიდან!

გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმის გამო, რომ ძიძიგური და გოგიტიძე არაერთხელ იქნენ შემჩნეულნი არაგუნდურ მოქმედებებში, გუნდის საზიანოდ გადადგმულ ნაბიჯებში და ხელისუფლებასთან ფარულ თანამშრომლობაში.

ჩვენი გადაწყვეტილება, ყველა მსგავს შემთხვევაში, ძალიან მკაცრი იქნება! სამწუხაროა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კომფორტულად მოირგო მმართველობის და პოლიტიკური ბრძოლის ის მახინჯი ფორმები, რომლებიც მემკვიდრეობით მიიღო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებისგან.

პოლიტიკური ბრძოლის ასეთი ფორმები ჩვენი პოლიტიკური გუნდის წინააღმდეგ, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ „ქართულ ოცნებას“ პარტია „საქართველოსთვის“ მიაჩნია ყველაზე რეალურ ძალად, ვინც შეძლებს ქართველ ხალხთან ერთად 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მათი ხელისუფლებიდან მშვიდობით გაცილებას და ნაციონალურ მოძრაობასთან მათი შეხმატკბილებული პოლიტიკური თანაცხოვრების დასრულებას”, - ნათქვამია განცხადებაში.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა