აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრი - "შუა დერეფანს" ბევრი უპირატესობის შექმნა შეუძლია

"შუა დერეფანს" ბევრი უპირატესობის შექმნა შეუძლია. ის უფრო უსაფრთხოა ვიდრე ჩრდილოეთის მარშრუტი, ამასთან, "შუა დერეფანი" უფრო სწრაფია, ვიდრე ოკეანის მარშრუტი, - ამის შესახებ აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრმა, რაშად ნაბიევმა განაცხადა.

თბილისის "აბრეშუმის გზის ფორუმის" "შუა დერეფნისადმი" მიძღვნილ პანელურ დისკუსიაში (The Middle Corridor in the Spotlight), რომელიც საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გახსნა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა, რაშად ნაბიევმა რეგიონის ქვეყნებისთვის აღნიშნული პროექტის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩვენ შეგვიძლია, ყაზახეთის საზღვრიდან კონსტანცას პორტში ორ დღეში ტვირთის გადატანა, თუნდაც ჩინეთიდან კონსტანცამდე, ოკეანით ამას 44 დღე სჭირდება. უნდა აღინიშნოს - სანდო უწყებები ამბობენ, რომ შუა დერეფანი ემისიების მხრივაც კეთილგონივრული გადაწყვეტილებაა", - განაცხადა რაშად ნაბიევმა.

დისკუსიის ფარგლებში, აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრმა ხაზი გაუსვა "შუა დერეფნის" რეგიონის სახელმწიფო უწყებებს შორის არსებულ ეფექტურ თანამშრომლობას და დერეფნის ქვეყნებს შორის კავშირების გამყარების მნიშვნელობას პროექტის განვითარებისთვის.

„შემიძლია ვთქვა, რომ გასულ წელს, ჩემმა კოლეგებმა საკმაოდ ბევრი ძალისხმევა მიმართეს იმის გასაგებად, რომ ზუსტად გვცოდნოდა - სად არის შუა დერეფნის გამოწვევები და როგორც საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, გასულ წელს, ჩვენ ხელი მოვაწერეთ მნიშვნელოვან დოკუმენტს - სამოქმედო გეგმას", - აღნიშნა რაშად ნაბიევმა, რომლის კომენტარსაც ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს