ზურაბ პოლოლიკაშვილი - საქართველოს მთავრობასთან ერთად თბილისში ვგეგმავთ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აკადემიის გახსნას

პანელური დისკუსია: „ტურიზმი საზღვრებს მიღმა" (Tourism Beyond Borders: Navigating the Changes) „აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ზურაბ პოლოლიკაშვილის გამოსვლით გაიხსნა.

პანელურ დისკუსიაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი მონაწილეობდა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ინვესტიციებისა და ტურიზმის განვითარების მიმართულებით საქართველოს ხელსაყრელ მდებარეობასა და პირობებზე ისაუბრა.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოში „აბრეშუმის გზის ფორუმი" იმართება. პანდემიის შემდეგ მსოფლიო და ტურისტული ინდუსტრია ძალიან შეიცვალა. დღეს საქართველო ძალიან კარგი ადგილია ინვესტიციებისთვის. ძალიან კარგი ინვესტიციები სასტუმროებში, ტურისტულ ინფრასტრუქტურაში, მაგრამ ხალხის გარეშე არაფერი გამოვა. ახლახან უზბეკეთში, სამარყანდში ჩვენ გავხსენით აბრეშუმის გზის უნივერსიტეტი ტურიზმის მიმართულებით. ჩვენ საქართველოს მთავრობასთან ერთად ვგეგმავთ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აკადემიის გახსნას თბილისში. საქართველოში ძალიან დიდი მოთხოვნაა ტურისტულ განათლებაზე და ძალიან ხელსაყრელია საქართველოში ინვესტიციების ჩადება სწორედ ამ მიმართულებით", - განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თქმით, ტურიზმის განვითარებამ საქართველო ძალიან შეცვალა.

„დღეს ტურიზმს ძალიან დიდი წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკაში. ეს არის ინვესტიციების ადგილი და ქვეყანა, სადაც უნდა დაისვენოთ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პატარაა, ძალიან მრავალფეროვანია და ნებისმიერი აქტივობისთვის საინტერესოა, აღარაფერს ვიტყვი ქართულ ღვინოსა და სამზარეულოზე. მინდა გითხრათ, რომ მომავალ წელს საქართველო ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებას უმასპინძლებს - ჩვენ ერთად ვიზეიმებთ მსოფლიო ტურიზმის დღეს", - განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა