შალვა პაპუაშვილი მოზამბიკის რესპუბლიკის ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მოზამბიკის რესპუბლიკის ასამბლეის თავმჯდომარე ესპერანსა ბიასს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მიმოიხილა რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია და ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა. „მხარეებმა ასევე ისაუბრეს საპარლამენტო თანამშრომლობის განვითარებაზე, საუკეთესო გამოცდილების გაზიარებაზე განათლების, სახელმწიფო სერვისების და ინსტიტუტების ეფექტიანი ფუნქციონირები მიმართულებებით.

ხაზი გაესვა საქართველოსა და მოზამბიკს შორის ხელმოწერილი თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ამოქმედების მნიშვნელობას, ახლო მომავალში მოზამბიკური მხარის მხრიდან საჭირო პროცედურების დასრულების შემდეგ.

შეხვედრა ანგოლაში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის 147-ე ასამბლეის ფარგლებში შედგა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს