სერბეთის ვაჭრობის მინისტრი - ჩვენ ერთად ვიმუშავებთ უკეთესი მომავლისთვის, უკეთესი გადაწყვეტილებისა და ახალი ეკონომიკური იდეებისთვის

ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს საქართველოსთან - სერბები პატივს სცემენ ქართველ ხალხს და ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს ტერიტორიულ სუვერენიტეტს. თბილისში პირველად ვარ და აღფრთოვანებული ვარ ამ ქალაქის სილამაზით, მას აქვს განსაკუთრებული ენერგია და მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები მთელი მსოფლიოდან ჩამოსულ, გამორჩეულ მაღალჩინოსნებთან ერთად , - ამის შესახებ სერბეთის რესპუბლიკის შიდა და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა, ტომისლავ მომიროვიჩმა განაცხადა, რომელმაც 26 ოქტომბერს თბილისის "აბრეშუმის გზის ფორუმში" მიიღო მონაწილეობა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია ფორუმის ფარგლებში ისეთი თემების განხილვა, როგორებიცაა ვაჭრობა, შესაძლებლობები, მშვიდობა, ასევე, მიდგომები, როგორ გაიზარდოს ინვესტიციები კავკასიის, ბალკანეთის რეგიონებსა და მთელი აბრეშუმის გზის გასწვრივ.

„ჩვენ ერთად ვიმუშავებთ უკეთესი მომავლისთვის, უკეთესი გადაწყვეტილებისთვის, ახალი ეკონომიკური იდეებისთვის. მეტი ინვესტიცია უნდა გამოვიმუშაოთ, უნდა უზრუნველვყოთ უკეთესი კავშირი ჩვენს ეკონომიკებსა და ქვეყნებს შორის", - განაცხადა მინისტრმა.

მისი შეფასებით, საქართველოსა და სერბეთს შორის პოლიტიკური ურთიერთობები კარგზე უკეთესია და ხალხს შორის, ტრადიციულად, ძალიან თბილი ურთიერთობაა.

„თუმცა, ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები, ამიტომ ვარ აქ. გვექნება შეხვედრა ვიცე-პრემიერთან, საქართველოს ეკონომიკის მინისტრთან და დარწმუნებული ვარ, ვიპოვით ახალ პერსპექტივებს ჩვენი ინვესტორებისთვის, კომპანიებისთვის საქართველოსა და სერბეთიდან და, ასევე, ვიპოვით უკეთეს გადაწყვეტილებებს. დარწმუნებული ვარ, გავაგრძელებთ თანამშრომლობას უკეთესი მომავლისთვის", - აღნიშნა მომიროვიჩმა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა