ზურაბ ჭიაბერაშვილი - „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო ტაქტიკაა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სისუსტეზე ისაუბროს - დარწმუნებულები ვართ, არჩევნებზე 30%-ზე გაცილებით მეტს ავიღებთ

დარწმუნებულები ვართ, რომ არჩევნებზე 30%-ზე გაცილებით მეტს ავიღებთ - 30%-ზე მეტს რომ ავიღებთ, ამის თქმის საფუძველს მაძლევს პირველი ის, რომ „ქართულ ოცნებას“ ძალიან დიდი ვარდნა აქვს რეიტინგში, მეორე: „ქართული ოცნების“ ნაბიჯები სულ უფრო მეტი ადამიანის გაღიზიანებას იწვევს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

აღნიშნულით ის მმართველი გუნდის წევრების განცხადებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი, დაახლოებით, 15%-ზე არის ჩამოსული“. როგორც ჭიაბერაშვილი განმარტავს, „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო ტაქტიკაა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სისუსტეზე ისაუბროს.

„ამომრჩეველმა კარგად იცის, რომ სტანდარტული რეიტინგი, რაც არჩევნებზე გვაქვს დაფიქსირებული 27-28%-ია. „ედისონ რისერჩის“ დღევანდელი გამოკითხვები აჩვენებს, რომ ჩვეულებრივ არჩევნებში, სტანდარტულად, ამ შედეგს დავდებთ. ახლა ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ავიღებთ გაცილებით მეტს, 28%-ზე მეტს. პარტიაში სამუშაო განწყობაა. რა თქმა უნდა, პარტია გარედან დარტყმებს იღებს, მაგრამ აგვისტოდან მოყოლებული სამუშაო პროცესში ვართ ჩართული. მინდა გითხრათ, რომ პარტიაში სამუშაო განწყობა დამხვდა, აწყობილი რუტინით. ლიდერები რეგულარულად დადიან მოსახლეობასთან შეხვედრებზე როგორც თბილისში, ისე რეგიონში. ხალხისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ვსაუბრობთ. 30% -ზე მეტს რომ ავიღებთ, ამის თქმის საფუძველს მაძლევს პირველი ის, რომ „ქართულ ოცნებას“ ძალიან დიდი ვარდნა აქვს რეიტინგში, ეს ხმები შეიძლება პირდაპირ ჩვენთან არ მოდიოდეს, მაგრამ ნაწილდებოდეს იმ პარტიებზე, ვისთანაც ვგეგმავთ კოალიციური მთავრობის შექმნას. მეორე არის ის, რომ „ქართული ოცნების“ ნაბიჯები სულ უფრო მეტი ადამიანის გაღიზიანებას იწვევს, გაუსაძლისი ეკონომიკური მდგომარეობაა, ჩვენი საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა გააცნობიერა, რომ ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანება, რაც ჩვენი განვითარების გარანტიაა „ქართული ოცნებისთვის“ შეუთავსებელია“, - აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.

ამასთან, ჭიაბერაშვილი განმარტავს, თუ ოპოზიციური სპექტრი მიაღწევს კოორდინაციას, საგარეო პოლიტიკაზე, ეროვნულ ინტერესებსა და უსაფრთხოების საკითხებზე, მაშინ მაღალი ალბათობით, „ქართული ოცნების“ დამარცხებას შეძლებენ.

„ყველაზე მთავარია ქვეყნის შიგნით ძირითად ოპოზიციურ პარტიებს შორის კარგი კოორდინაცია. რა თქმა უნდა, არჩევნებზე ცალ-ცალკე გავალთ, არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოორდინაცია, „დროა“ და „გირჩი“, ასევე გახარია. ჩვენ შეიძლება განსხვავებული პროგრამები წარვადგინოთ ჯანდაცვაზე, განათლებასა და ეკონომიკაზე, მაგრამ თუ მივაღწიეთ კოორდინაციას, საგარეო პოლიტიკაზე, ეროვნულ ინტერესებზე, უსაფრთხოების საკითხებზე, მაშინ მაღალი ალბათობით, „ქართული ოცნების“ დამარცხებას შევძლებთ. ამისკენ მიდის საქმე და საკმაოდ პოზიტიურად ვაფასებთ ამ პროცესს.

თუ დავაკვირდებით, მედიაში თითოეული პარტიის გამოსვლებს, რაც უფრო გადის დრო, ფრთხილობენ ოპოზიციური პარტიები, რომ ერთმანეთი უსაფუძვლოდ გააკრიტიკონ“, - აღნიშნავს ჭიაბერაშვილი.

გარდა ამისა, მან ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზეც ისაუბრა. კითხვაზე, თუ როგორ მუშაობს ევროკავშირი, რამდენად აქვს ოპოზიციაც იმის რესურსი, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილებებზე მოახდინოს გავლენა, ჭიაბერაშვილი განმარტავს, რომ ოპოზიციის როლი მინიმალურია და არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ, ვინაიდან „ქართული ოცნება“ მუდმივად ცდილობს პოლარიზაციას, ზიზღს, სიძულვილს და პოლიტიკურ დევნას“.

„რაც არ უნდა თქვას კობახიძემ, ან ღარიბაშვილმა, აქ მთავარია, თუ რას ამბობს ბრიუსელი. პაველ ჰელჩინსკიმ თქვა, რომ მას არაერთი შეხვედრა ჰქონდა პოლიტიკურ პარტიებთან და არავის უთქვამს ოპოზიციიდან, რომ სტატუსი არ უნდათ. ეს განცხადება იმის საპირისპიროა, რასაც მთავრობა ამბობს. რაც შეეხება იმას, შეუძლია თუ არა ოპოზიციას კანდიდატის სტატუსზე გავლენა მოახდინოს, გააჩნია ქვეყნის პოლიტიკურ კულტურას და სისტემას. იმ ქვეყნებში, სადაც ძალაუფლება განაწილებულია მმართველ პარტიასა და პოზიციას შორის, კანონები ინიცირებულია ოპოზიციის მიერ, მაგრამ იმის გამო, რომ ეს ქვეყანას სჭირდება, მმართველი პარტია უჭერს მხარს, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა უფრო მეტად ხელისუფლებაზეა, თუმცა ოპოზიციაზეც არის. საქართველოში კი 11 წლის განმავლობაში არცერთი კანონი არ არის მიღებული, რომელიც ოპოზიციამ დააინიცირა.

2016-2020 წლებში, პარლამენტში ყოფნისას 43 კანონის ინიცირება მოვახდინე, „ქართული ოცნების“ ცალკეულ წევრებს დერეფანში უთქვამთ, რომ რაღაც მოსწონდათ კანონებში, თუმცა არასდროს გასულა. „ქართული ოცნება“ ყოველთვის მიმართული იყო დაპირისპირებაზე, მათ არ შეუძლიათ დაუშვან, რომ ოპოზიცია რაღაცას რაციონალურს ამბობს, ამიტომ გვეძახიან „რადიკალურ ოპოზიციას“. ასეთ სისტემაში, როდესაც „ქართული ოცნება“ მუდმივად ცდილობს ამ პოლარიზაციას, ზიზღს, სიძულვილს, პოლიტიკურ დევნას, ოპოზიციის როლი მინიმალურია. არაფრის გაკეთება შეგვიძლია“, - აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა