პეტრე ცისკარიშვილი - დაუშვებელი და წარმოუდგენელია ლეგიტიმური იყოს მომავალი არჩევნები იმ ფონზე, როდესაც მთავარი ოპოზიციონერი ციხეშია - ამაში გვეთანხმებიან ჩვენი კოლეგები შეერთებული შტატებიდან

დაუშვებელი და წარმოუდგენელია ლეგიტიმური იყოს მომავალი არჩევნები იმ ფონზე, როდესაც მთავარი ოპოზიციონერი ციხეშია - ყველა იზიარებს ამ მიდგომას,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა სენატორ ჰენდრიკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც პეტრე ცისკარიშვილი აღნიშნავს, მათ ისაუბრეს საქართველოს მომავალზე, გეოპოლიტიკაზე და ასევე, საუბრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო საქართველოს მესამე პრეზიდენტი.

„სენატში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები და დისკუსია გვაქვს ჩვენს კოლეგებთან. თუ ვსაუბრობთ საქართველოს მომავალზე, გეოპოლიტიკასა და შიდა პოლიტიკურ დინამიკაზე, ჩვენი საუბრების ერთ-ერთი მთავარი ასპექტია მიშა სააკაშვილის პატიმრობა.

დაუშვებელი და წარმოუდგენელია ლეგიტიმური იყოს მომავალი არჩევნები იმ ფონზე, როდესაც მთავარი ოპოზიციონერი ციხეშია. ამაში გვეთანხმებიან ჩვენი კოლეგები შეერთებული შტატებიდან, სენატორები, კონგრესმენები, მათი ოფისის წარმომადგენლები, ყველა იზიარებს ამ მიდგომას“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიცია, კამპანიის ფარგლებში აშშ-ში შეხვედრებს აგრძელებს.

გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა
„საქკაბელმა“ ჩეხეთის რესპუბლიკაში ექსპორტი განახორციელა
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ მეორე ნახევარკუნძულის მშენებლობა დაიწყო