ზუგდიდი-ანაკლიის ცენტრალური გზის დარჩელის მონაკვეთზე მოსახლეობის ნაწილი აქციას მართავს

ზუგდიდი - ანაკლიის ცენტრალური გზის დარჩელის მონაკვეთზე მოსახლეობის ნაწილი აქციას მართავს. შეკრებილები საძოვრებად გამოყენებული მიწის გასხვისებას აპროტესტებენ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრას ითხოვენ.

როგორც ისინი აცხადებენ, თავს ძირითადად მესაქონლეობით ირჩენენ და თუ საძოვრები არ ექნებათ, ულუკმაპუროდ დარჩებიან.

აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს, რასაც ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ადგილზე მყოფმა სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეები გზის პერიმეტრიდან გაიყვანეს.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება