მიხეილ სააკაშვილი - როგორც კი ხელისუფლება გამოიცვლება, რუსებს უნდა მიეცეთ 1 წელი ვადა, რომ გაყიდონ საქართველოში საკუთარი ბინები და ეს ბინები, სახელმწიფოს დახმარებით, უნდა აყიდვინონ უცხოეთში მყოფ ქართველებს

რუსები, რომლებიც საქართველოში არიან შემოსულები, არის დიდი უბედურება და საფრთხე. რუსების უმეტესობის მენტალური გამოსწორება არის შეუძლებელი, რუსებს საქართველოში გრძელვადიანი მომავალი ვერ ექნება, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე ჩართვისას განაცხადა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, მათ კუთვნილი კერძო საკუთრების გასაყიდად ერთწლიანი ვადა მიეცემათ, რომლის შეძენის შესაძლებლობაც ქართველ ემიგრანტებს სახელმწიფო პროგრამის დახმარებით ექნებათ.

„რუსები, რომლებიც საქართველოში არიან შემოსულები, არის დიდი უბედურება და საფრთხე. რუსების უმეტესობის მენტალური გამოსწორება არის შეუძლებელი. ეს ხალხი არის მომეტებული საფრთხის წყარო საქართველოსთვის. მათ მინდა ვუთხრა - როგორც კი ხელისუფლება გამოიცვლება, რუსებს უნდა მიეცეთ ერთი წელი ვადა, რომ გაყიდონ საკუთარი ბინები და ეს ბინები, სახელმწიფოს დახმარებით, უნდა აყიდვინონ უცხოეთში მყოფ ქართველებს, უნდა იყოს სახელმწიფო პროგრამა. ქართველების დაბრუნების პროგრამა უნდა შევქმნათ, მათ შორის, იმ კერძო საკუთრების ხარჯზე, იმ ნაყიდი ბინების ხარჯზე, რომელიც დღეს რუსებს საქართველოში გააჩნიათ. რუსებს საქართველოში გრძელვადიანი მომავალი ვერ ექნება. ამ მდგომარეობაში, როცა რუსეთი ოკუპანტია, შეუძლებელია, რომ ეს არ განიხილებოდეს ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხედ. თან როგორი რუსები არიან ესენი? თავის ბიზნესებს იკეთებენ, თავის დახურულ წრეს, თავისი რესტორნები, სასტუმრო ბიზნესი აქვთ, თავისი სამშენებლო კომპანიები და პრაქტიკულად, ქართველები გარიყულები არიან ამ ბიზნესიდან. ეს განსაკუთრებით ეხება რუსებს, მაგრამ ნებისმიერი სხვა ქვეყნიდან ფულის ჩადების დროს, დასაქმებულის, მინიმუმ, 90% აუცილებლად საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ქართველ ხალხს საგარეო პოლიტიკაში სუბიექტურობა დააკარგვინეს.

„ჩვენ არავინ არაფერს გვეკითხება, ჩვენ სამადლოდ შევყურებთ უკრაინელებს როდის მოიგებენ ომს. გული გვისკდება, რომ ახალი ომი არ წარმოიქმნას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. რუსეთი მუშტრის თვალით გვიყურებს და პრაქტიკულად, გარანტირებულად აქვს საქართველოს ხელში ჩაგდება. ასეთი სუსტი და დაუცველი საქართველო არასდროს ყოფილა და ჩამოკიდებულები ვართ იმაზე, რომ რუსეთმა ჩვენთვის არ მოიცალოს, სანამ დაკავებულია უკრაინაში, სადაც აუცილებლად დამარცხდება. ეს არის ის პერიოდი, რომელიც იყო დავით აღმაშენებლის დროს და 1990 წელს, როცა იმპერიები იშლებოდა. ეს იმპერია აუცილებლად დაიშლება, აფხაზეთი აუცილებლად დაბრუნდება, სამაჩაბლოზე აღარ ვსაუბრობ. ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული და ამას გავაკეთებთ ყველა ერთად. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მშვიდობა. მე რატომ გადავეცი ხელისუფლება მშვიდობიანად? იმიტომ, რომ ეს იყო ქართველი ხალხის ნება. ქართველი ხალხი არის სუბიექტი, ამათ უნდათ, რომ ქართველი ხალხი არ იყოს სუბიექტი. ამათ უნდათ, რომ ხალხი იყოს ჩვეულებრივად ყიდვა - გაყიდვის, მოსყიდვის საგანი, გაგდების საგანი, რუსებით ჩანაცვლების საგანი“,- განაცხადა სააკაშვილმა.

ამასთან, როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ქალაქი ლაზიკა აუცილებლად აშენდება.

„მთავარი გზა არის ერთი - სამიზნე უნდა გვქონდეს გასწორებული ძლიერი საქართველოსკენ. ქალაქი ლაზიკა აუცილებლად გაშენდება. ეს იყო ჩემი ოცნება, კონკრეტულად, 1 წელი რომ დამცლოდა ის უკვე აშენებული იქნებოდა. მაგრამ ქალაქი ლაზიკა აშენდება, საქართველოში ქართველები დაბრუნდებიან და გაჩნდება ბევრი სამუშაო ადგილი“, - აღნიშნა სააკაშვილმა.

გარდა ამისა, მან საქართველოში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ახლა ისეთი დაუცველია, რომ რუსეთმა თუ ოდნავ მაინც მოიცალა 2 წამში „გადასანსლავს“ ისე, რომ საერთოდ არ დაახამხამებს თვალს.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი ამჯერად გამოფხიზლებულია და ჩვენი ბრძოლა ძალიან პერსპექტიული. ბევრს ვფიქრობ იმაზე, არის თუ არა რაიმე რაც დაგვშლის და შეგვაჩერებს. მგონი იმათ უკვე ბერკეტები აღარ დარჩათ. ყველა ტყუილი უკვე ითქვა. ყველა ვინც დასაჭერი ჰყავდათ, ჩემი ჩათვლით, უკვე დაიჭირეს. ვინც დასაშინებელი ჰყავდათ შეეცადნენ, რომ დაეშინებინათ. საქართველო ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და ძალიან ცოტა დრო გვრჩება, რომ ამ მდგომარეობიდან გამოვიდეთ. ახლა როგორც ვართ დაუცველები, თუ ოდნავ მაინც მოიცალა რუსეთმა, 2 წამში „გადასანსლავს“ საქართველოს ისე, რომ საერთოდ არ დაახამხამებს თვალს. ის, რომ მათი განზრახვა ეს არის, ამაში ეჭვი არავის ეპარება. ამიტომ ეს რომ არ მოხდეს, ქართველმა ხალხმა ძალაუფლება უნდა დაიბრუნოს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა