გია ვოლსკი - ბევრს არ უნდა, რომ საგანგებოდ მნიშვნელოვან პერიოდში - მხედველობაში „შუა დერეფანი“ მაქვს - საქართველოს ის ხელისუფლება მართავდეს, რომელიც მათ წინაშე ასკინკილაზე არ დახტის

ბევრს არ უნდა, რომ საგანგებოდ მნიშვნელოვან პერიოდში - მხედველობაში „შუა დერეფანი“ მაქვს - საქართველოს ის ხელისუფლება მართავდეს, რომელიც მათ წინაშე ასკინკილაზე არ დახტის - არის ეს პოლიტიკური კონიუნქტურა, რასაც ჩვენი ვაიპოლიტიკოსების ბრიუსელის დერეფნებში სირბილი აძლიერებს, - ასეთია “ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის გია ვოლსკის პასუხი კითხვაზე, რა რესურსი გააჩნია ოპოზიციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე გავლენა მოახდინოს და ამ მხრივ, ევროკავშირის მიერ მისაღებ გადაწყვეტილებაზე იმოქმედოს.

ვოლსკის თქმით, “როდესაც ბრიუსელის კაბინეტებში შედიხარ, ხოლო გაერთიანებას 32 სუბიექტი წარმოადგენს, რომელთაც ჯერ კიდევ შალვას ფანჩატურში მოაწერეს ხელი, რა საკვირველია, ამას ევროპელი პოლიტიკოსი ითვალისწინებს“.

“თავი დააყენეთ იმ პოლიტიკოსის ადგილას, ვინც ფიქრობს, რომ საქართველოს მომავალი შესაძლოა, რუსეთს დაუკავშირდეს, თუკი არსებული ხელისუფლება დარჩება. მას გარკვეული პოლიტიკური ხედვები გააჩნია, ყველა ქვეყანას საკუთარი ინტერესი გააჩნია... გარდა ამისა, ბევრს არც ის უნდა, რომ ისედაც მუხლებზე დაცემული ოპოზიცია საერთოდ გაქრეს და განადგურდეს.

იმ სიტუაციიდან გამომდინარე, რაც მსოფლიოს ახასიათებს, ბევრს არ უნდა, რომ საქართველოს, საგანგებოდ მნიშვნელოვან პერიოდში - მხედველობაში “შუა დერეფანი“ მაქვს - ის ხელისუფლება მართავდეს, რომელიც მათ წინაშე ასკინკილაზე არ დახტის. არის ეს პოლიტიკური კონიუნქტურა, რასაც აძლიერებს როგორც ჩვენი ვაიპოლიტიკოსების სირბილი ბრიუსელის დერეფნებში, ვინც იქ ხვდებიან იმათი შეხედულებები და აზრიც - ასე რომ, დესტაბილიზაციის იდეის თანაავტორი არიან.

ავიღოთ ზელენსკი - უკრაინის სიტყვას საკმაოდ დიდი წონა აქვს. როდესაც ის მიტინგზე გამოდის და ხელისუფლების გადაგდებას და საზოგადოების მიერ რევოლუციური პროცესის განვითარებას ითხოვს, როდესაც ქვეყნიდან ელჩი მიჰყავს, ხოლო ჩვენს ელჩს უკრაინიდან დაუმსახურებლად კინწისკვრით აგდებს, რა თქმა უნდა, სხვა ვერაფერს იფიქრებ, რომ ეს არის გარკვეული შეთქმულება ქვეყნის წინააღმდეგ. ამას ხელს ის მოღალატეობრივი ნაბიჯები უწყობს, რასაც ჩვენი არა ერთი პოლიტიკური ოპონენტი - სინამდვილეში კი, რევოლუციური კომიტეტის წევრები სჩადიან“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ “ოპოზიციას საქართველოსთვის სტატუსის მიცემა დამღუპველად მიაჩნია, რადგან ეს მათ რევოლუციური სცენარის განვითარებაში ხელი შეეშლებათ“.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა