ალექსანდრე კრევო-ასათიანი - ცხადია, რომ „ქართული ოცნების“ ყველაზე მძიმე შეცდომა ჩინეთთან ე.წ სტრატეგიული პარტნიორობა იყო - პარტნიორებს ამერიკაში ძალიან გაუკვირდათ, ასეთი ნაბიჯი საქართველოს მთავრობამ რატომ გადადგა

ყველა შეხვედრის დროს ცხადია, რომ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შეცდომა ამ პერიოდში ჩინეთთან, მის კომუნისტურ პარტიასთან ეს, ე.წ სტრატეგიული პარტნიორობა იყო - ჩვენს პარტნიორებს ამერიკაში ძალიან გაუკვირდათ, ასეთი ნაბიჯი საქართველოს მთავრობამ რატომ გადადგა,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო ურთიერთობის მიმართულების მდივნის მოადგილემ, ალექსანდრე კრევო-ასათიანმა „სტრატეგია აღმაშენებელთან“ ერთად, კამპანიის ფარგლებში აშშ-ში ვიზიტისას განაცხადა.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მისივე განმარტებით, „2024 წელს, როდესაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება შეიცვლება, პროდასავლური ოპოზიციით, აშშ-სთან თავისუფალ ვაჭრობაზე, ახალ ინვესტიციებზე და ა.შ. საუბარი ისევ იქნება“.

„ამ ყველა შეხვედრის დროს ცხადია, რომ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შეცდომა ამ პერიოდში ჩინეთთან, მის კომუნისტურ პარტიასთან ეს, ე.წ. სტრატეგიული პარტნიორობა იყო. საბოლოოდ, რა გამოდის, რომ ახლა საქართველო ჩინეთის მიმართ სესხის სამყაროში უნდა ჩავარდეს? ახლა რა გამოდის, რომ არანაირი ახალი სამუშაო ადგილი არ უნდა ჰქონდეს ქართულ მოსახლეობას, რადგან ჩინური კომპანიები მხოლოდ ჩინურ მუშაკებს იყენებენ? ახლა რა გამოდის, რომ პორტები უნდა ვაჩუქოთ ჩინეთს, არც კი გავყიდოთ, ვაჩუქოთ პირდაპირ. ჩვენი გზებიც უნდა ვაჩუქოთ ჩინეთს და ჩვენ რაღა დაგვრჩა? ბუნებრივი რესურსის მიწოდებაც მოგვიწევს ჩინეთისთვის, როცა ამ სესხებს ვეღარ გადავიხდით და ეს ყველაფერი სტრატეგიული პარტნიორობა კი არა, პრაქტიკულად, სტრატეგიული მონობა გამოდის. ახლა, რა თქმა უნდა, არ გვიკვირს, მაგრამ ჩვენს პარტნიორებს ამერიკაში ძალიან გაუკვირდათ, ასეთი ნაბიჯი საქართველოს მთავრობამ რატომ გადადგა და ჩვენ აქ ვართ, რომ ავუხსნათ, რომ 2024 წლის შედეგად, როცა ნორმალური, დემოკრატიული ხელისუფლება მოვა, სულ ახალი რეალობა გვექნება, თავისუფალ ეკონომიკურ ვაჭრობაზე აშშ-თან, ახალი ინვესტიციების რეჟიმზე ამერიკასთან და ევროკავშირთან, ჩვენი პროდუქტები ისევ რომ გაიგზავნოს ევროკავშირში და აშშ-ში, ამაზე მუშაობას თავიდან ისევ დავიწყებთ. აშშ-ში უნდა გაიყიდოს ჩვენი ქართული ღვინო, რუსეთში და ჩინეთში კი არა, ამერიკაში უნდა გაიყიდოს ქართული ყველი, ქართული თხილი და ზუსტად ამიტომ ვართ აქ, ამ ყველაფერს მივაღწევთ, როცა გავიმარჯვებთ არჩევნების შემდეგ“, - განაცხადა ალექსანდრე კრევო-ასათიანმა.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა