აუდრიუს ლუჩიუნასი  - „პეისერა ბანკს“ და „აბრეშუმის გზას“ ერთი მიზანი აქვს, საქართველოს ევროპულ ბაზართან სრულფასოვანი დაკავშირება

“პეისერა ბანკს“ და „აბრეშუმის გზას“ ერთი მიზანი აქვს, ევროპულ ბაზართან სრულფასოვანი დაკავშირება, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „მონეტიზაცია" „პეისერას“ თანადამფუძნებელმა და გამგეობის წევრმა აუდრიუს ლუჩიუნასმა განაცხადა.

ლუჩიუნასმა, გუშინ, აბრეშუმის ფორუმის პირველ დღეს პირველ პანელზე ციფრულ ფინანსურ ინფრასტრუქტურაში ბლოკჩეინის როლსა და ცენტრალური ბანკების მიერ ციფრული ვალუტის დანერგვის ტენდენციებზე ისაუბრა, სადაც საპატიო სტუმრის რანგში წარსდგა.

მისივე თქმით, საქართველოს აბრეშუმის გზის ფარგლებში 400 მლნ ადამიანის ბაზართან წვდომის შესაძლებლობა ეძლევა. ფინანსურ სექტორში კი, წვდომის და ოპერირების გამარტივებაში უმნიშვნელოვანესი როლი ,,პეისერა ბანკს" აქვს, რომელიც ქართულ ბაზარზე ერთიანი ევრო გადახდის სისტემის (SEPA) ერთადერთი წევრია.

„დღეს ევროპაში მოსახლეობის 80% თვეში ერთხელ მაინც ყიდულობს რამეს ონლაინ პლატფორმების საშუალებით. ელექტრონული კომერცია და ონლაინ ტრანზაქციები კი, წარმატებული რომ იყოს ჩვენ ამაში ვეხმარებით. ვაწვდით პროდუქციას უსაფრთხოდ.

ჩვენ ასევე ვცდილობთ გადავჭრათ პრობლემები და გავამარტივოთ გადახდები. სწორედ ეს არის აბრეშუმის გზის იდეაც, რომ პროდუქციის მიწოდება ევროპულ ბაზარზე და ევროპული ბაზრიდან იყოს უფრო სწრაფი და მოქნილი. უნდა ითქვას, რომ საქართველო იღებს, დაახლოებით, 400 მლნ ადამიანიან ბაზარს, რომ იყიდოს და მოახდინოს საკუთარი პროდუქციის და სერვისის რეალიზაცია. შესაძლოა ასე ითქვას, „პეისერა ბანკი საქართველოს“ და აბრეშუმის გზას ერთი მიზანი აქვს, ევროპულ ბაზართან სრულფასოვანი დაკავშირება

ჩვენი ბანკი ხდება უფრო და უფრო გლობალური, თუმცა კონკრეტული სექტორები ისევ იზოლირებულია. თუ ავიღებთ მაგალითად ევროკავშირს, ყველა ქვეყანას აქვს თავისი რეგულაციები, თუმცა თავად კავშირი მთავარი რეგულატორია წევრი ქვეყნებისთვის. ეს ერთის მხრივ, ცხადია სირთულეა, თუმცა, მეორეს მხრივ, თან ახლავს არაერთი უპირატესობა. სწორედ აქ ჩნდება პრობლემა არა წევრი ქვეყნებისთვის, როგორიცაა საქართველო. მაგალითად, საქართველოს მოქალაქის საბანკო მონაცემები არ არის დაკავშირებული ერთიან სისტემასთან, რომელიც ქვეყნებს შორის მონაცვლეობს და არ გადააქვს ერთმანეთთან საბანკო ისტორია. მაგალითად, თუ გსურთ იყიდოთ სახლი საბანკო სესხით ევროპულ ქვეყანაში ეს მხოლოდ წევრი ქვეყნებისთვისაა შესაძლებელი და ამ დრომდე შეუძლებელია ქართველებისთვის. რაც, ცხადია, ართულებს პროცესს. ჩვენი ბანკის საშუალებით კი ეს შესაძლებლობა უკვე არსებობს. ევროპული კომპანია დაატრანსფერებს თქვენს ისტორიას ანგარიშზე და საქართველოსთვის იქნება შესაძლებელი რომ დავინახოთ ეს ჩანაწერი და მიიღოთ გამარტივებული სესხი. ამ გლობალიზაციას მოაქვს ახალი შესაძლებლობები საქართველოს მოქალაქეებისთვის, მათთვის ვინც საქართველოში, ან მის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს და მუშაობს“, - განაცხადა ლუჩიუნასმა „მონეტიზაციაში".

თენგიზ ფხალაძე - ტრამპის პრეზიდენტობა მრავალ გამოწვევასთან და ცვლილებასთან იქნება დაკავშირებული, მათ შორის ჩვენს რეგიონში
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2025
„არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება
„საქკაბელი“ პორტფელს „Schneider Electric“-ის პრემიუმ ხაზით - „Merten D-Life“-ით აფართოებს