ბექა ბასილაია - დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ 7 ნოემბერს, რეალურად აქციის დაშლისას, ძალის რაიმე სისტემური გადამეტება არ ყოფილა

დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ 7 ნოემბერს, რეალურად აქციის დაშლისას, ძალის რაიმე სისტემური გადამეტება არ ყოფილა, - ამის შესახებ ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც 7 ნოემბრის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა.

დღევანდელ სხდომაზე პროკურატურამ მტკიცებულების სახით 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის კადრების წარმოადგინა.

ადვოკატის შეფასებით კი, წარმოდგენილ კადრებში ვერავითარი სისტემური დანაშაულებრივი ქმედებები და აქციის დარბევა ვერ დაინახა.

„იქ, შეიძლება იყო ერთეული შემთხვევები, როდესაც არაპროპორციული ძალა იყო გამოყენებული, მაგრამ ამას არ ჰქონია სისტემური ხასიათი. ჩვენ ვნახეთ რამდენიმე დაზარალებული და სამწუხაროა, რომ ეს ადამიანები დაზიანდნენ, მაგრამ სულ საუბარი იყო რამდენიმე დაზიანებულ ადამიანზე, რომელსაც ჰქონდა ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებები, 20 ივნისისგან განსხვავებით, როდესაც ადამიანებს თვალები დასთხარეს, კომაში ჩააგდეს და ეს არ იყო ერთეული ადამიანი. ეს იყო ათეულობით ადამიანი, ვინც მძიმე დაზიანება მიიღო, მათ შორის თქვენი კოლეგები (ჟურნალისტები) და ა.შ.. შესაბამისად, როდესაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, 20 ივნისის შემოქმედი ხელისუფლება, ასამართლებს მიხეილ სააკაშვილს იმ კადრების გამო, რასაც ვუყურეთ და ჩვენ იქ ვერავითარი სისტემური დანაშაულებრივი ქმედებები და აქციის დარბევა ვერ ვიხილეთ, მიუხედავად პროკურატურის მცდელობისა, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს,რომ საქართველოში პროკურატურის, მართლმსაჯულების სისტემა არის პოლიტიზებული დაასრულებს ხელისუფლების დაკვეთას“ ,- განაცხადა ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებთან.

დღევანდელ პროცესზე მონაწილეობა მიიღო მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც 7 ნოემბრის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულია, თუმცა მისი ბრალდების შესახებ განცხადება არ გაუკეთებია.

ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღნიშნულ საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ