ანა ბუჩუკური - რეკომენდაციები სამწუხაროდ, არ არის შესრულებული, მაგრამ სხვა მიზეზებია, რის გამოც ევროკავშირი დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს

რეკომენდაციები სამწუხაროდ, არ არის შესრულებული, მაგრამ სხვა მიზეზებია, რის გამოც ევროკავშირი დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

ბუჩუკური აცხადებს, რომ "ქვეყანას სტატუსი უკვე აქვს" და ამის მიზეზად გეოპოლიტიკურ ფაქტორებს და ხალხის არჩევანს ასახელებს.

ბუჩუკური აცხადებს, რომ „ასოცირებულ ტრიოში“ საქართველო მოწინავე პოზიციებზე იყო ყოველთვის, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია.

"რეკომენდაციები საერთოდ, ამ შემთხვევაში, რელევანტური არ არის სამწუხაროდ, როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ქვეყანას აქვს სტატუსი მიღებული, ერთ - ერთი გეოპოლიტიკური მიზეზია. ევროკავშირს კარგად ესმის, რომ თუ საქართველო ევროკავშირის კარის მიღმა დარჩება, ეს რუსეთის გავლენის გაზრდას ნიშნავს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ფაქტორი და არგუმენტი ევროკავშირის მხრიდან არის ის, რომ მოწინავე პოზიციებზე იყო საქართველო ყოველთვის, მათ შორის უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით და მესამე, ეს არის ხალხის განწყობა, რომელმაც მარტში რუსული კანონი არ მიაღებინა ხელისუფლებას. ხალხი, რომელიც ბოლო 30 წელია თავისუფლებისთვის და დასავლური მომავლისთვის იბრძვის.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, სამწუხაროდ, არ არის შესრულებული, მაგრამ სხვა მიზეზებია, რის გამოც ევროკავშირი დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს", - განაცხადა ბუჩუკურმა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა