თეა ახვლედიანი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის დელეგაციას შეხვდა

სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც მინისტრის მოადგილე ბიანბა ზაშჰი ხელმძღვანელობდა. ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიზიტი, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოში სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის გაცნობას და ამ სფეროში თანამშრომლური ურთიერთობების ჩამოყალიბებას, ჩინური მხარის ინიციატივითა და პრიორიტეტული მიმართულებებით გამოხატული ინტერესის შესაბამისად, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით განხორციელდა.

„ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის დელეგაციამ შეხვედრები გამართა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან, საქართველოს პარლამენტის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლებთან.

სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის ამოცანების პრაქტიკაში განხორციელების გაცნობის მიზნით, დელეგაციის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ეწვივნენ ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ ქვემო ქართლის რეგიონს და ბოლნისის მუნიციპალიტეტში დაესწრნენ სასწავლო პროცესს სკოლაში, შეხვდნენ სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენელ მოსწავლეებს და მასწავლებლებს. რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, დელეგაცია ასევე გაეცნო ადგილობრივი მეწარმეების საქმიანობას, მათ შორის აზერბაიჯანული და სომხური თემის წარმომადგენლებით მჭიდროდ დასახლებულ სოფლებში. ამასთან, დელეგაციამ შეხვედრები გამართა თბილისის სახელმწიფო და ილიას უნივერსიტეტებში. სტუმრებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს ისტორიასა და კულტურას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა