ელექტრონული საშუალებების შესაბამისობის აუდიტის შედეგების პრეზენტაციაზე ხმაური იყო - გიორგი კალანდარიშვილსა და ლაშა ფარულავას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლაშა ფარულავა „ჰოლიდეი ინნ თბილისში” გამართულ პრეზენტაციაზე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

სიტყვიერი დაპირისპირება ლაშა ფარულავას პროტესტს მოჰყვა, რომელიც აცხადებდა, რომ 1 -ელ ოქტომბერს გამართული შუალედური/რიგგარეშე არჩევნების და აღნიშნულ არჩევნებზე გამოყენებული ელექტრონული საშუალებების შესაბამისობის დასადგენად აუდიტორული კომპანიის შერჩევა დახურული და გასაიდუმლოებული იყო და ამის შესახებ ოპოზიციამ არაფერი იცოდა.

ასევე, ლაშა ფარულავა ამტკიცებს, რომ აუდიტორულ კომპანიას აშშ-ში პრობლემები აქვს, მის წინააღმდეგ მიმდინარეობს არაერთი სასამართლო დავა და მისი რეპუტაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

„ერთადერთი შეკითხვა მაქვს - ასეთი დაბალი სტანდარტებით აპირებენ არჩევნების ჩატარებას? ეს ჩვენთვის არის მიუღებელი, მათ შორის მიუღებელია ასეთი დაბალი სტანდარტით არჩეული და ლეგიტიმაციის არ მქონე თავმჯდომარემ ჩაატაროს ისეთი მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც გველოდება 2024 წელს, ამიტომ მოვედი აქ და ამ შეკითხვას დავსვამ ყველგან. ჩვენ გვინდა გამჭვირვალე, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები და ასე თავისუფალი არჩევნები არ ტარდება.

ჩვენ პრეტენზია გაგვაჩნია იმასთან დაკავშირებით, პროცესი იყო დახურული, არ არის გამჭვირვალე და ასეთი დაბალი სტანდარტით ჩატარებული არჩევნები ჩვენთვის არის მიუღებელი. თავისუფალი სამყაროსთვის ასეთი პროცესი არის მიუღებელი და შევეწინააღმდეგებით, არავის არ ჰქონდეს იმის ილუზია, რომ ასეთი ჩავარდნებით ჩავატარებინებთ არჩევნებს. პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე და სამართლიანი.

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ჩვენი ემიგრანტებისთვის, ისინი, ვინც ამ ქვეყნიდან გააქციეს, ჩვენი პატრიოტებისათვის ვითხოვთ ონლაინ არჩევნებს, ჩვენ ამ საკანონმდებლო ინიციატივას მალე ოპოზიციასთან ერთად შევიტანთ საკანონმდებლო ორგანოში. მიუღებელია იმ სტანდარტით არჩევნების ჩატარება, როგორიც ვიხილეთ 2020 და 2021 წლებში. ასეთი დახურული პროცესით, თავისუფალი გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდება“, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ცესკო-ს თავმჯდომარის, გიორგი კალანდრიშვილის განცხადებით, ლაშა ფარულავა ღონისძიებაზე „ასარევად არის მოსული“.

„აპელირება იმაზე, თითქოს კომისიის წევრებს რაიმე ინფორმაცია აუდიტორული კომპანიის შერჩევასთან მიმართებაში არ ჰქონდათ სიცრუეა. არა თუ ახლა, ორი თვით ადრე იყო ცნობილი ამ პროცესის დაწყებისა და ინცირების შესახებ“, - განაცხადა კალანდრიშვილმა.

ცნობისთვის, „ჰოლიდეი ინნ თბილისში” ცესკოს თავმჯდომარე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით 1-ელ ოქტომბერს გამართული შუალედური/რიგგარეშე არჩევნების და აღნიშნულ არჩევნებზე გამოყენებული ელექტრონული საშუალებების შესაბამისობის აუდიტის შედეგების პრეზენტაცია გამართა.

ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს