ირაკლი ღარიბაშვილი - შესაძლებლობა მქონდა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში მემასპინძლა სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებისათვის, რათა ერთად გვესაუბრა სამხრეთ კავკასიის მომავალზე

მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მქონდა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში მემასპინძლა სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებისათვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში" წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, საუბარი შეეხო სამხრეთ კავკასიის მომავალსა და მასშტაბურ რეგიონულ პროექტებს.

„მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მქონდა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში მემასპინძლა სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებისათვის, რათა ერთად გვესაუბრა სამხრეთ კავკასიის მომავალზე, იმ მასშტაბურ რეგიონულ პროექტებზე, რომელთა განხორციელება ყველა ჩვენგანის საერთო ინტერესებშია.

გაეროს ტრიბუნიდან ჩემ მიერ გაჟღერებული სამშვიდობო ინიციატივების ფარგლებში მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ მიმართულებით ჩვენი ძალისხმევა რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის, ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად - ჩვენი ქვეყნების საკეთილდღეოდ", - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება