გენადი არველაძე საუდის არაბეთის საგარეო ვაჭრობის სააგენტოს მმართველის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე საუდის არაბეთის საგარეო ვაჭრობის სააგენტოს მმართველის მოადგილეს აბდულაზიზ ალსაქრანს შეხვდა, რომელიც აღნიშნული ქვეყნის დელეგაციას ხელმძღვანელობდა "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, თბილისის ფორუმს საუდის არაბეთიდან წარმომადგენლობითი დელეგაცია ეწვია - მასში ეკონომიკის სხვადასხვა დარგიდან 24 მსხვილი კომპანია იყო წარმოდგენილი.

„შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივ სავაჭრო - ეკონომიკურ კავშირებსა და მათი გაღრმავების პრიორიტეტულ მიმართულებებზე. დადებითად შეფასდა საქართველოს და საუდის არაბეთის სავაჭრო პალატებს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის გაფორმება, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა ერთობლივი ბიზნეს საბჭო. აღნიშნულ გაერთიანებას ორი თანათავმჯდომარე ეყოლება სავაჭრო პალატების ხელმძღვანელების სახით.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს წევრებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების მნიშვნელობაზე.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" წარმომადგენლები, რომლებმაც საუდის არაბეთის მხარეს საინვესტიციო პროექტები გააცნეს. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით მხარეებს შორის თანამშრომლობა გაღრმავდება.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სფეროებში. აღინიშნა, რომ 2022 წლის მონაცემებით, საქართველოში საუდის არაბეთიდან 89 პროცენტით მეტი ვიზიტორი ჩამოვიდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რაც დიდწილად ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის სფეროში თანამშრომლობის განვითარებამ განაპირობა.

შეხვედრაზე ასევე გამახვილდა ყურადღება თანამშრომლობის გაღრმავებაზე ენერგეტიკის, წიაღის, საინფორმაციო ტექნოლოგიების და სხვა სფეროებში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა