ანა დოლიძე - ნაცვლად იმისა, რომ კობახიძისა და რამდენიმე გზააბნეული პოლიტიკოსის ფანტაზიებს მიყვებოდეთ, მნიშვნელოვანია, პასუხი ვაგებინოთ იმაზე, სად არის რეფორმები, რომელიც ევროკავშირთან უფრო ახლოს მიგვიყვანდა

„ქართულ ოცნებას“ ყველა შემთხვევაში მოეთხოვება პასუხი იმ გაცდენილი დროისთვის, რასაც დღეს ჩვენ გვაკარგვინებს - ნაცვლად იმისა, რომ კობახიძის და რამდენიმე გზააბნეული პოლიტიკოსის ფანტაზიებს მიყვებოდეთ, დღეს მნიშვნელოვანია კობახიძეს პასუხი ვაგებინოთ იმაზე, თუ სად არის ის რეფორმები, რომელიც კიდევ უფრო ახლოს მიგვიყვანდა ევროკავშირთან , - ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მან ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებებზე ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, რომ „გარკვეული პოლიტიკოსები პარტნიორებს არწმუნებენ, რომ არ ღირს, საქართველოს ამ ეტაპზე ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს“ და განაცხადა, რომ ეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის იმ იდეას ამყარებს, რომ თუ სტატუსი ვერ მივიღეთ, ვიღაც ქართველ პოლიტიკოსს დაბრალდეს.

„ამ განცხადების ფორმამ, მართალი გითხრათ, ძალიან გამაკვირვა და მე მაშინვე მოვითხოვე მისი ავტორებისგან პოლიტიკური ძალების, სახელების და გვარების დაკონკრეტება, იმიტომ, რომ ოპოზიცია არის ჭრელი, ის ძალიან ბევრი ადამიანისგან შედგება და ყველას ერთ ქვაბში ჩაყრა არასამართლიანი მგონია.

რაც მთავარია, რა თქმა უნდა, მგონია, რომ ამ დროს, ეს განცხადება პირდაპირ ემსახურება ირაკლი კობახიძის ხაზის გაგრძელებას, თითქოსდა საქართველოს მოსახლეობა დააჯეროს, რომ ევროკავშირი საქართველოს მომავალზე გადაწყვეტილებას იღებს იმის მიხედვით, რა ეტყვის ვიღაც ქართველი პოლიტიკოსი. ხალხს უნდა ვუთხრათ, რომ ეს თავიდან ბოლომდე არის მითი. ეს არის ირაკლი კობახიძის მიერ მოგონილი იდეა, რომ თუ სტატუსი არ მივიღეთ, ეს დაბრალდეს ვიღაც ქართველ პოლიტიკოსს და არა იმას, რომ მათ არ დაწერეს შესაბამისი რეფორმები. მეორე - დახურული შეხვედრიდან ინფორმაციის გამოტანა მიმაჩნია არაეთიკური. მესამე - თუ მსგავს რაღაცას საჯარო ინტერესის გულისთვის აკეთებ, მაშინ უნდა დააკონკრეტო, ვის გულისხმობ,“ - განაცხადა დოლიძემ.

კითხვაზე, თუკი არსებობს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აუდიოჩანაწერები, როგორ იმოქმედებს პოლიტიკურ სპექტრზე, დოლიძე პასუხობს, რომ „ჩანაწერებით მანიპულირება ქართულ პოლიტიკურ სინამდვილეში გაცვეთილია“.

მისივე თქმით, აბსოლუტურად სისულელეა იმის იმედის ქონა, რომ ვინმეს ხმოვანი ჩანაწერი ქართველი ხალხის განწყობაზე გავლენას იქონიებს.

„ქართულ ოცნებას“ ყველა შემთხვევაში მოეთხოვება პასუხი იმ გაცდენილი დროისთვის, რასაც დღეს ჩვენ გვაკარგვინებს. ერთხელ ვცხოვრობთ ყველანი - ჩვენ და ჩვენი შვილები და ეს ერთი ცხოვრება გადის ამ უსაქმური, ზარმაცი და უუნარო ხალხის ხელში, რომელიც ჩანაწერებზე გველაპარაკება, იმის მაგივრად რომ გველაპარაკოს, პური როგორ მივუტანოთ ხალხს სახლში. ეს არის ქართველი ხალხის განწყობა და თქვენ ამას არჩევნებზე ნახავთ“, - აღნიშნა დოლიძემ.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა