თეონა აქუბარდია - არ ვფიქრობ, რომ ხათუნა სამნიძის განცხადებაში რაღაც სასკანდალო იყო -  თუ შესაბამისი აუდიო ჩანაწერები არსებობს, „ქართული ოცნება“ გამოიყენებს  და იკითხოს იმან, ვისზეც არის

მე არ ვფიქრობ, რომ რაღაც სასკანდალო იყო აქ - გზავნილები რომ არ გვაქვს ერთიანი, ამას მგონი, ტელევიზიითაც ვხედავთ, სოციალურ ქსელშიც ვხედავთ, - ამის შესახებ დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ „პალიტრანიუსსი“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებას გამოეხმაურა.

თეონა აქუბარდიას განმარტებით, ის, რომ კანდიდატის სტატუსმა შეიძლება გაართულოს ოპოზიციისთვის არჩევნების მოგების შანსები, ეს აზრი საჯაროდ მუსირებს და აქ საიდუმლო არაფერი არ არის.

„გზავნილები რომ არ გვაქვს ერთიანი, ამას მგონი ტელევიზიითაც ვხედავთ, სოციალურ ქსელშიც ვხედავთ. მთავარი არის ის, რასაც ჩვენი პარტნიორები გვეუბნებიან, რომ გზავნილები უნდა იყოს ერთიანი. მაგალითისთვის მე ვიტყვი, რომ თუ მაქვს 15 წუთი პარტნიორებთან შესახვედრად და შემიძლია, რომ კანდიდატის სტატუსის უალტერნატივობაზე ოპოზიციის მხრიდან ვესაუბრო, იმიტომ, რომ ხელისუფლება არათუ ყველაფერს აკეთებს, აფუჭებს, 15 წუთიდან 10-ს მაინც ვიყენებ დასარწმუნებლად და „ქართული ოცნების“ კრიტიკაში დროს არ ვკარგავ. ის, რომ შესაძლებელია კანდიდატის სტატუსმა შეიძლება გაართულოს ოპოზიციის შანსები არჩევნების მოგების, ეს აზრიც მუსირებს საჯაროდ, ან შეიძლება არსებობდეს განსხვავებული აზრი, აქ საიდუმლო არაფერი არ არის. მთავარი აქცენტი ხათუნასგან [სამნიძისგან] და ხატიასგან [დეკანოიძისგან] იყო ის, რომ გავაძლიეროთ ერთიანი გზავნილები“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომლის თანახმად, არსებობს ვერსია, თითქოს „ქართული ოცნების“ ხელში არსებობს ფარული ჩანაწერები ისეთი შეხვედრების, რაზეც ხათუნა სამნიძე საუბრობდა და ელოდებით თუ არა მათ გამოქვეყნებას, თეონა აქუბარდია პასუხობს, რომ „თუ ეს არსებობს მას გამოიყენებენ და იკითხოს იმან, ვისზეც არის“.

„ეს აუდიო ჩანაწერები თუ არსებობს, ისინი აუცილებლად გამოიყენებენ. ისეთი ჩანაწერებიც არსებობს, რომლის შესახებ გამოძიება არა და არ დასრულდა, ე.წ. კრებსებზე ვსაუბრობ, და არც ეგ გაუჭირდებათ. თუ ეს არსებობს მას გამოიყენებენ და იკითხოს იმან, ვისზეც არის თუ ავთენტურობა დადასტურდა. შესაბამისად ეს არაფერს არ ცვლის. მთავარი არ არის ის, ვინ რა არასწორად თქვა ან ვინ ჩაწერა, მთავარია, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რაც დაგვრჩა დრო იმ პერიოდში, სტატუსის მისაღებად“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

შეგახსენებთ, რომ როგორც „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკური სივრცეში“ განაცხადა, ოპოზიციის რიგებში არიან ადამიანები, რომლებიც ევროპელ პარტნიორებთან დახურულ კარს მიღმა საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება უნდა გადავადდეს და 2024 წლის არჩევნების შემდეგ მიენიჭოს საქართველოს სტატუსი. როგორც სამნიძემ აღნიშნა, ოპოზიციონერ კოლეგებს მოუწოდა, შეწყვიტონ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღების დამაზიანებელი გზავნილების გავრცელება.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება