ლევან შენგელია - თუ სტატუსი არ მოგვცეს, თანამედროვე გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე ეს იქნება დასავლეთის შეცდომა, ან ჩვენს რეგიონში თავისი სისუსტის აღიარება

საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ანთროპოლოგს, საქართველოს პარლამენტის მე-4 მოწვევის დეპუტატს, ლევან შენგელიას ესაუბრა.

- ბატონო ლევან, ახლა ყველაზე აქტიურად განხილვადი თემაა მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.

ხელისუფლების განცხადებებს თუ მივადევნებთ თვალს, ვნახავთ, რომ ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ სტატუსს მოგვცემენ.

გასაგებია, რომ დიდი დრო არ დარჩა და მალე გავიგებთ, რა და როგორ იქნება, მაგრამ, თქვენ როგორ შეაფასებდით ამ ეტაპზე საქართველოს ევროპულ პერსპექტივას?

- ხელისუფლება აპროტესტებს პრეზიდენტის და ოპოზიციის რიტორიკას იმის თაობაზე, რომ საქართველოს ხალხი ღირსია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისა ხელისუფლების ქმედებების მიუხედავად.

მე ასე ვიტყოდი - ხელისუფლებამ საკმაოდ ბევრი გააკეთა იმისთვის, რათა საქართველომ სტატუსი ვერ მიიღოს. ამაზე მეტყველებს შემაშფოთებელი სიგნალები დასავლეთიდან. წარმატებულია თუ არა ხელისუფლების ეს მცდელობები, გამოჩნდება ევროკავშირის გადაწყვეტილებაში მოგვანიჭოს თუ არა კანდიდატის სტატუსი.

აქვე მინდა გავიმეორო ის, რაც შარშან აპრილის ინტერვიუში ვთქვი - ხელისუფლებას შესაძლოა აქვს მეორე სცენარიც: თუ ევროპა მაინც მოგვანიჭებს სტატუსს, მაშინ საქართველო გახდება ერთგვარი „ევროკავშირს გარეთა უნგრეთი“, ანუ ევროკავშირის ჭირვეული კანდიდატი-პარტნიორი, სადაც საკუთრივ ხელისუფლებას ექნება მეტი გარანტიები და შეღავათები ევროკავშირისგან.

თუ ევროპა მაინც მოგვანიჭებს სტატუსს, მაშინ საქართველო გახდება ერთგვარიევროკავშირს გარეთა უნგრეთი“, ანუ ევროკავშირის ჭირვეული კანდიდატი-პარტნიორი, სადაც საკუთრივ ხელისუფლებას ექნება მეტი გარანტიები და შეღავათები ევროკავშირისგან

მე დადასტურებით ვერ ვიტყვი, მივიღებთ თუ არა სტატუსს, მაგრამ, თუ სტატუსი არ მოგვცეს, თანამედროვე გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე ეს იქნება დასავლეთის შეცდომა, ან ჩვენს რეგიონში თავისი სისუსტის აღიარება.

- ახლა ბევრს მსჯელობენ ოჩამჩირეში რუსეთის შავი ზღვის სამხედრო ფლოტის განთავსება-არ განთავსების ალბათობაზე.

დამკვირვებელთა ნაწილი თვლის, რომ საგანგაშო არაფერია, რადგან, ამგვარი ალბათობა 2-3 წელი რეალურად არ არსებობს. დამკვირვებელთა მეორე ნაწილი კი პირიქით, ამბობს, რომ მალე ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ფლოტი დადგება, რადგან, ამისათვის წინასწარი სამუშაოები უკვე ჩატარებულია.

ამ თემაზე განცხადებები გააკეთეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ.

თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც ახლა ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ფლოტის ცენტრის შექმნას უკავშირდება?

- საქართველოს პირველი რესპუბლიკა იმდროინდელ მსოფლიოში ერთ-ერთი სანიმუშო ქვეყანა იყო დემოკრატიის მხრივ. მაგრამ, მისი უსაფრთხოება არ იყო სათანადოდ დაცული, რაც გამოჩნდა კიდეც 1921 წლის ოკუპაციის დროს. დღეს ჩვენი დასავლელი პარტნიორები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ დემოკრატიის მდგომარეობას ჩვენს ქვეყანაში.

რაც შეეხება უსაფრთხოებას. სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე აქცენტი საქართველოს მთავრობის პრეროგატივაა. ამ თვალსაზრისით, მაშინ, როცა ჩვენს უშუალო სიახლოვეში ორი საომარი კონფლიქტის ზონაა უკრაინასა და ისრაელში, რჩება შთაბეჭდილება, რომ ქვეყანა სათანადოდ დაცული არ არის.

ოჩამჩირეში რუსეთის შავი ზღვის სამხედრო ფლოტის დისლოკაციას დიდი ალბათობით შეიძლება მოჰყვეს საომარი მოქმედებების გავრცელება საქართველოს ტერიტორიაზე. სწორედ ესაა ის, რასაც პრორუსული ძალები დასავლეთს აბრალებენ და სინამდვილეში რუსეთი ცდილობს. სინამდვილეში „გლობალური ომის პარტია“ არის რუსეთი და მისი შლეიფი ზოგიერთი ავტორიტარული ქვეყნის და ტერორისტული ორგანიზაციების სახით.

მაშინ, როცა დასავლეთი მკაფიოდ აცხადებს, რომ შავი ზღვა აღარ იქნება რუსული ტბა, ვფიქრობ, აუცილებელია საქართველოს მხრიდან პოზიციის მკაფიო დაფიქსირება და კონკრეტული ოპერატიული დახმარების მოთხოვნა იმისთვის, რომ, როგორც მინიმუმ, საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორია დაცული იყოს რუსეთის მხრიდან ომის გავრცელების საშიშროებისგან

ოჩამჩირე ოკუპირებულია, მაგრამ ესეც ვთქვათ - ვინ და რა დაუშლის რუსეთს ომი გადმოიტანოს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე?! მაგალითად, რუსეთმა რომ მოსთხოვოს საქართველოს ფოთის პორტში საკუთარი ფლოტის დროებით დისლოცირება. ან, უკრაინაზე უფრო მარჯვე შეტევის განსახორციელებლად თუ დასჭირდა საქართველოს კონტროლირებადი რომელიმე ტერიტორია რას ვპასუხობთ, ვართ მზად ასეთი სცენარისთვის? ვიჭერთ თადარიგს დასავლელ პარტნიორებთან, მივმართავთ რაიმენაირ პრევენციას?

ეს კითხვები პასუხგაუცემელია. მაშინ, როცა დასავლეთი მკაფიოდ აცხადებს, რომ შავი ზღვა აღარ იქნება რუსული ტბა, ვფიქრობ, აუცილებელია საქართველოს მხრიდან პოზიციის მკაფიო დაფიქსირება და კონკრეტული ოპერატიული დახმარების მოთხოვნა იმისთვის, რომ, როგორც მინიმუმ, საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორია დაცული იყოს რუსეთის მხრიდან ომის გავრცელების საშიშროებისგან.

როცა დასავლეთი მკაფიოდ აცხადებს, რომ შავი ზღვა აღარ იქნება რუსული ტბა, ვფიქრობ, აუცილებელია საქართველოს მხრიდან პოზიციის მკაფიო დაფიქსირება და კონკრეტული ოპერატიული დახმარების მოთხოვნა იმისთვის, რომ, როგორც მინიმუმ, საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორია დაცული იყოს რუსეთის მხრიდან ომის გავრცელების საშიშროებისგან

- საუბრის დაწყებამდე ბრძანებთ, რომ პროდასავლურად განწყობილ საზოგადოებასთან დავაში ხელისუფლებას არც თუ სუსტი პოზიცია აქვს.

თუ შეიძლება დააზუსტეთ რას გულისხმობთ ?

- მძიმე პრობლემაა ჩვენ ხალხში უკიდურესი პოლარიზაცია. სრული უნდობლობა, და მეტიც - დაუნდობლობაა საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის. ამის მიზეზია, რომ ნებისმიერი კეთილი საქვეყნო ინიციატივა თავიდანვე განწირულია. თითქოს იყო არა ერთი მცდელობა ამ პოლარიზაციის დაძლევის, მაგრამ ყველა ჩავარდა. რეცეპტი არც მე მაქვს, მაგრამ, ვფიქრობ, სწორად უნდა დავიწყოთ.

ჯერ უნდა ერთმანეთში გავრიგდეთ, შემდეგ მოვრიგდეთ და ბოლოს შევრიგდეთ. არადა, ყველა შერიგებისკენ და თანხმობისკენ მოწოდებით იწყებს. მანდამდე შორია, ჯერ ბრძოლის წესებზე უნდა გავრიგდეთ და ასე ნელ-ნელა... შეიძლება არასერიოზულად ჟღერდეს, მაგრამ თუ ამ ტერმინების სემანტიკურ მნიშვნელობებს ვნახავთ, ბევრი რამ უფრო ნათელი გახდება...

ჩვენ კი, ყველა მხარე, მხოლოდ პათეტიკური მოწოდებებით შემოვიფარგლებით, სერიოზულად არავინ ზრუნავს დეპოლარიზაციისთვის. არადა, ქვეყანას, სადაც კონსოლიდაციის შესაძლებლობა ასე მცირეა, დიდ გეგმებზე პრეტენზია ვერ ექნება.

საქართველოს მმართველი ძალა ცდილობს საქართველოში არ იყოს ომი. ომის საშიშროება შესაძლოა მინიმიზირებულიცაა, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია -რის ფასად? თუ ომს აიცილებ ყველაფერი იმის დათმობის ხარჯზე, რის გამოც მტერი ომს გიპირებს, მაშინ ასეთ მშვიდობას ღირებულება არ აქვს, ასეთ „მშვიდობას“ კაპიტულაცია ჰქვია.

საქართველოს მმართველი ძალა ცდილობს საქართველოში არ იყოს ომი. ომის საშიშროება შესაძლოა მინიმიზირებულიცაა, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია -რის ფასად? თუ ომს აიცილებ ყველაფერი იმის დათმობის ხარჯზე, რის გამოც მტერი ომს გიპირებს, მაშინ ასეთ მშვიდობას ღირებულება არ აქვს, ასეთმშვიდობასკაპიტულაცია ჰქვია

იმ ადამიანების გასაგონად ვიტყვი, ვინც ლოიალურია რუსული პოლიტიკისადმი საქართველოს წინააღმდეგ - რუსსკი მირ-ში საქართველოს შეთრევა, რაც რუსეთის მიზანს წარმოადგენს დღეს, ჯოჯოხეთს მოუტანს უკლებლივ მთელ საქართველოს და ამ თვალსაზრისით გამონაკლისი არც ზემოთნახსენები ადამიანები იქნებიან.

დიახ, ვთვლი, რომ პროდასავლურად განწყობილ საზოგადოებასთან დავაში ხელისუფლებას არცთუ სუსტი პოზიცია აქვს.

აქ ვგულისხმობ შემდეგს - თავისთავად, მშვიდობა ომს სჯობია. ეს უკამათო დებულებაა. სხვაა, როცა ომი აგრესიაზე იძულებითი რეაქციაა, როცა უბრალოდ იძულებული ხარ თავი, ქვეყანა და ხალხი, თავისუფლება, არსებობა-განვითარების პერსპექტივა, სიცოცხლე დაიცვა და ეს ყველაფერი მშვიდობიანი მეთოდებით არ ხერხდება.

ამ ადამიანებს შთააგონეს, რომ ნებისმიერი სასიცოცხლო ქცევა და აქტივობა აუცილებლად ომს გამოიწვევს. არადა, პასიური და დაშინებული ადამიანის გააქტიურება, გაცოცხლება კი გაცილებით რთულია, ვიდრე მისი ამ მდგომარეობაში შენარჩუნება, რადგან აქტივობას მეტი ენერგიის, რესურსის დახარჯვა სჭირდება, ვიდრე პასიურობის შენარჩუნებას

წლების განმავლობაში, ერთი მხრივ რუსეთის უძლეველობის ირიბი და პირდაპირი პროპაგანდა, მეორე მხრივ ჩვენს უსუსურობასა და ჩვენი დასავლელი მოკავშირეების არასაიმედოობაში მოსახლეობის დარწმუნების დაჟინებითი მცდელობა, და მესამე მხრივ რუსეთის, როგორც საქართველოს მიზიდულობის და გავლენის ცენტრის არცთუ საშიშრად და მეტიც - მომხიბლავად წარმოჩენა - ესაა ის, რამაც შექმნა დღევანდელი რეალობა - ჩვენი მოსახლეობის საკმაო ნაწილი დაშინებულია და ერთგვარი გაშეშებულობის მდგომარეობაშია.

რუსეთის, როგორც საქართველოს მიზიდულობის და გავლენის ცენტრის არცთუ საშიშრად და მეტიც - მომხიბლავად წარმოჩენა - ესაა ის, რამაც შექმნა დღევანდელი რეალობა - ჩვენი მოსახლეობის საკმაო ნაწილი დაშინებულია და ერთგვარი გაშეშებულების მდგომარეობაშია

და რაც ყველაზე მთავარია - ამ ადამიანებს შთააგონეს, რომ ნებისმიერი სასიცოცხლო ქცევა და აქტივობა აუცილებლად ომს გამოიწვევს. არადა, პასიური და დაშინებული ადამიანის გააქტიურება, გაცოცხლება კი გაცილებით რთულია, ვიდრე მისი ამ მმდგომარეობაში შენარჩუნება, რადგან აქტივობას მეტი ენერგიის, რესურსის დახარჯვა სჭირდება, ვიდრე პასიურობის შენარჩუნებას.

- ქართულ პოლიტიკაში რუსეთის თემა ყოველთვის აქტუალური იყო, მაგრამ, ახლა, როცა ქვეყანა ევროკავშირის ზღურბლზეა, მსოფლიოში და ჩვენს რეგიონში ისეთი რამეებიც ხდება, რაც სულ ცოტა ხნის წარმოუდგენელი იყო. ვგულისხმობ ყარაბაღის საკითხის ისე დასრულებას, როგორც დასრულდა, ასევე სატრანზიტო გზებს, რომელმაც სამხრეთ კავკასიაზე უნდა გაიაროს.

ასეთ ფონზე რუსეთისადმი რიგითი მოქალაქეების საკმაოდ დიდი ნაწილი, მათ შორის და ახალგაზრდები საკმაოდ კრიტიკულად არიან განწყობილი. მაგრამ, ასევე არიან ახალგაზრდები, და ძველგაზრდებიც, რომლებსაც რუსეთის მიმართ სენტიმენტები აქვთ.

რუსი სამხედროების მიერ ლომისის ეკლესიის კარის მას შემდეგ აჭედვა, რაც ლომისის ეკლესიაში ქართული დროშა ვიღაცამ დაკიდა, საზოგადოების ნაწილში ვნებათაღელვა მოჰყვა. ვნებათაღელვა უკავშირდებოდა ამ თემაზე საპატრიარქოს წარმომადგენლის განცხადებას.

გასაგებია, რომ რუსეთს თავისი გეგმები აქვს სამხრეთ კავკასიისა და საქართველოს მიმართ, მაგრამ, იმ ვითარებაში, რაც დღეისათვის არსებობს, რა არის ის, რაც ჩვენ საზოგადოებას უნდა ახსოვდეს?

- ერთ-ერთი მთავარი, რასაც რუსეთი დამოუკიდებლობის დღიდანვე მოითხოვდა საქართველოსგან, ეს იყო და არის ნეიტრალიტეტი. რუსეთის მთავარი მიზანია საქართველო არ გახდეს ნატო-ს წევრი. ამისთვის რუსეთი სხვადასხვა დროს გვიწყობდა პროვოკაციებს, გვთავაზობდა სხვადასხვა სქემას, ორჯერ გაგვიმართა ომი, ჩაგვითრია ეთნოკონფლიქტებში დაა.შ.

რუსეთის ამოცანა გასაგებია - საქართველომ უარი თქვას დასავლურ ინტეგრაციაზე და ერთი-ერთზე დარჩეს რუსეთთან, რაც დასრულდება ან საქართველოს სრული ანექსიით, ან რუსსკი მირ-ში შეთრევით. ოკუპაციის პირობებში 3+3 იგივე შედეგის მომტანია. დღეს ისევ გააქტიურდა ნეიტრალიტეტისკენ იძულების მცდელობები. ამ პერსპექტივამ უკვე არა ერთხელ გაიჟღერა ქართველი პოლიტიკოსების გამოსვლებშიც.

რუსეთის ამოცანა გასაგებია - საქართველომ უარი თქვას დასავლურ ინტეგრაციაზე და ერთი-ერთზე დარჩეს რუსეთთან, რაც დასრულდება ან საქართველოს სრული ანექსიით, ან რუსსკი მირში შეთრევით. ოკუპაციის პირობებში 3+3 იგივე შედეგის მომტანია

ქართული ნეიტრალიტეტის იდეა დგას ორ პრინციპზე - ესენია, ერთგვარი ცრუ რელიგიული ფანატიზმი და სრული უმოქმედობა.

ცრუ რელიგიური ფანატიზმი, როგორც ქართული ნეიტრალიტეტის იდეის ორიდან ერთ ერთი საყრდენი პრინციპი გულისხმობს, რომ საქართველო როგორც ქვეყანა „განწირულია“ მუდმივი არსებობისთვის, რომ მისი გაქრობის და განადგურების შესაძლებლობა სამყაროში არ არსებობს.

ოღონდ ეს ყველაფერი ძალაშია მხოლოდ მეორე პრინციპის განხორციელების შემთხვევაში სრული უმოქმედობა, როგორც ქართული ნეიტრალობის მეორე საყრდენი პრინციპი გულისხმობს, რომ საქართველოს განსაკუთრებული ძალისხმევა არ სჭირდება, რათა გადარჩეს, სიცოცხლე შეინარჩუნოს და განვითარდეს. უფრო მეტიც - ხიფათისთვის ნებისმიერი წინააღმდეგობის გაწევა მომაკვდინებელია.

საზოგადოდ, წინააღმდეგობა ჯერ კონკრეტული ადამიანის ცხოვრებაში ხდება და მხოლოდ შემდეგ იქცევა სახელმწიფოს პოლიტიკად. თუ თითოეულმა ადამიანმა მტერი ვერ გაარჩია სტუმრისგან, იქ სახელმწიფოს ვერაფერი გაამარჯვებინებს

კიდევ სხვა საკითხია, თუ როგორი ტიპის არის, უნდა იყოს საზოგადოება, რათა სახელმწიფოს ნეიტრალიტეტის ფილოსოფიასთან, ღირებულებებთან ჰარმონიაში იყოს. მშვიდობისადმი სწრაფვის გარდა, რა ცნების მიერ ჯანსაღ საზოგადოებას ახასიათებს, კიდევ რა უნდა ახასიათებდეს საზოგადოებას, როგორი უნარები, ღირებულებები და სტრუქტურა უნდა ჰქონდეს მას, რამხელა სოციალური კაპიტალი სჭირდება მას.

რაც შეეხება ლომისის ინციდენტს. როგორც მახსოვს, ლომისის ეკლესიის მიდამოებში ოკუპანტების გამოჩენის შესახებ ინფორმაცია პირველად 2015 წელს გავრცელდა. მაშინ, დავწერე, რომ ოკუპანტი რუსის მიმართ კეთილგანწყობის გამოხატვა, შეპატიჟება და გამასპინძლება, ბავშვებთან თამაში - რაც რეპორტაჟში ითქვა, რბილად რომ ვთქვათ, მცდარი საქციელია.

მე არ მომიწოდებია, რომ ბერები და მოსახლეობა თოფით დახვედროდნენ ოკუპანტებს, მაგრამ მტრის დაპურება, მასპინძლობა და კეთილგანწყობილი მუსაიფი ჩვენს ღირებულებებზე და ღირსებაზე ცუდად მეტყველებს.

საზოგადოდ, წინააღმდეგობა ჯერ კონკრეტული ადამიანის ცხოვრებაში ხდება და მხოლოდ შემდეგ იქცევა სახელმწიფოს პოლიტიკად. თუ თითოეულმა ადამიანმა მტერი ვერ გაარჩია სტუმრისგან, იქ სახელმწიფოს ვერაფერი გაამარჯვებინებს.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა