თინა ბოკუჩავა - საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა აბსოლუტურ უმრავლესობას სურს ნატო-ში, ევროკავშირში გაწევრიანება, ჰყავს პრორუსული ხელისუფლება და ეს  ჩვენს პარტნიორებს ძალიან კარგად ესმის

საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა აბსოლუტურ უმრავლესობას სურს ნატო-ში, ევროკავშირში გაწევრიანება, ჰყავს პრორუსული ხელისუფლება და ეს ყველას, ჩვენს პარტნიორებს ძალიან კარგად ესმის, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტის ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიცია აშშ-ში შეხვედრებს განაგრძობს. კოალიცია დღეს სენატის საგარეო ურთიერთობის კომიტეტს შეხვდა.

„საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა აბსოლუტურ უმრავლესობას სურს ნატო-ში, ევროკავშირში გაწევრიანება, ჰყავს პრორუსული ხელისუფლება და ეს ყველას ძალიან კარგად ესმის, უკვე ჩვენს პარტნიორებს. როგორ უნდა შევცვალოთ ეს? ეს უნდა შევცვალოთ არჩევნებით, ამიტომ ყველას ძალიან კარგად ესმის 2024 წლის არჩევნების მნიშვნელობა, რომ ეს არის გეოპოლიტიკური პოლიტიკური არჩევნები.

ჩვენ მაქსიმალურად ვუწევთ ადვოკატირებას, რომ არჩევნებამდე საქართველოს მიმართ ძალიან მაღალი მხარდაჭერა იყოს, მათ შორის სენატიდან, რომ იყოს მაღალი დონის დელეგაციები, რაც შეიძლება მეტი რეზოლუცია საქართველოზე, რაც შეიძლება მეტი მოსმენა. სენატის ერთი მოსმენა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში შავი ზღვის თემაზე ჩატარდა და ასევე, სადამკვირვებლო და მათ შორის გრძელვადიანი სადამკვირვებელო მისია USAID-დან [იყოს]. ხელისუფლებას ისე ეშინია მომავალი არჩევნების, ისინი თავს ესხმიან USAID-ს, ცდილობენ ამ ორგანიზაციის დისკრედიტაციას, რაც შეუძლებელია იმიტომ, რომ ძალიან მაღალია მხარდაჭერა აშშ-ს კონგრესში, ეს იქნება წარმომადგენლობითი პალატა, თუ სენატი იმისთვის, რომ USAID-მა გამოაგზავნოს ძალიან ბევრი დამკვირვებელი საქართველოში, არა მხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ გრძელვადიანი დამკვირვებლები, რომლებიც თვეებით ადრე ჩამოვლენ საქართველოში იმისთვის, რომ შემდეგ არჩევნებში აისახოს ქართველი ხალხის ნება. ეს აუცილებლად გამოიწვევს დღევანდელი რუსული რეჟიმის ცვლილებას და ხელისუფლებაში მოიყვანს კოალიციურ პროდასავლურ, დემოკრატიულ ძალებს”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

თენგიზ ფხალაძე - ტრამპის პრეზიდენტობა მრავალ გამოწვევასთან და ცვლილებასთან იქნება დაკავშირებული, მათ შორის ჩვენს რეგიონში
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2025
„არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება
„საქკაბელი“ პორტფელს „Schneider Electric“-ის პრემიუმ ხაზით - „Merten D-Life“-ით აფართოებს