მიხეილ სააკაშვილი - მინდა შევქმნათ სამოქალაქო თავდაცვისთვის ცხელი ხაზი, სადაც შეგვატყობინებენ ანტიქართულ გამოსვლებზე - დივერსიული ჯგუფია შემოსული, რომელსაც ევალება არეულობის პირობებში ხელისუფლების ხელში აღება და დესტაბილიზაცია

პრობლემა ევროკავშირის სტატუსში სხვა ოპოზიციონერები კი არ არიან, პრობლემა არის ის, რომ ქვეყანაში არის ოლიგარქია, ქვეყანა ყარს, ქვეყანაში არის კორუფცია და ევროკავშირს უწევს ცხვირზე ხელის მოჭერა, სიმყრალის არშემჩნევა და ასე მოცემა ამ სტატუსის,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმის განხილვა მიმდინარეობს.

მისი თქმით, ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვან დროს ხდება ყურადღების ისეთ მეორეხარისხოვან საკითხებზე გადატანა, როგორიც არის პრეზიდენტის იმპიჩმენტი.

სააკაშვილმა მოსახლეობას მოუწოდა, არ ითამაშოს ოლიგარქისა და რუსეთის თამაშები.

„ამ სიტუაციაში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, სპეციალურად მთავარი თემებიდან მიდის ყურადღების გადატანა. ბატონ ოთარ ზურაბიშვილს მინდა დავესესხო, რომ შემოგდებული იყო იმპიჩმენტის თემა, სრულიად ხელოვნური თემა და იყო თამაში, რა თქმა უნდა, რომ ხალხს ორი და სამი კვირა ელაპარაკა იმპიჩმენტზე და მთელი მედია და ოპოზიცია გაჰყვა იმპიჩმენტზე. ახლა ოპოზიციას ალაპარაკებენ იმაზე, რომ სხვა ოპოზიციონერებს არ უნდა ევროკავშირის სტატუსი.

მეგობრებო, პრობლემა ევროკავშირის სტატუსში სხვა ოპოზიციონერები კი არ არიან, პრობლემა არის ის, რომ ქვეყანაში არის ოლიგარქია, ქვეყანა ყარს, ქვეყანაში არის კორუფცია და ევროკავშირს უწევს ცხვირზე ხელის მოჭერა, სიმყრალის არშემჩნევა და ასე მოცემა ამ სტატუსის. მაგრამ ეს პრობლემები არსად არ წავა, ეს პრობლემები პირდაპირ არის კავშირში იმასთან, რასაც დღეს ვიხილავთ. ეს პრობლემები იქნება შემდგომ გასაკეთებელი, იმიტომ, რომ როდესაც ვლაპარაკობთ, ამასობაში როგორ გაუჭირდა ხალხს - 20-25 ლარი ღირს ხორცი, ლობიო გაიზარდა 8 ლარამდე, როდესაც ხარჯებზე ვლაპარაკობთ და პრეზიდენტის მიერ გაწეულ ხარჯებზე, ბურღულეული გაიზარდა 2-დან 5 ლარამდე, წიწიბურა გაიზარდა 8 ლარამდე რატომღაც, რომლის ფასმაც მთელს მსოფლიოში დაიკლო და ეს ყველაფერი ხდება და ამასობაში პრეზიდენტი იუშჩენკოს აბანოს მომსახურების თემებზეა დღეს ლაპარაკი“,- განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, დღეს საქართველო უნდა იყოს ძალიან მობილიზებული, რადგან რუსეთი ჩამოშლის პირასაა და საქართველო მზად უნდა იყოს, რომ ჩამოშლილი რუსეთის ქვეშ არ მოჰყვეს.

„მე მინდა ყველას ვუთხრა, რომ დღეს ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან მობილიზებულები. მტაცებელს თუ აჩვენებ ზურგს, ის აუცილებლად გამოგეკიდება და შეგჭამს. ჩვენ უნდა ვიყოთ მტკიცედ, ჩვენ უნდა დავუდგეთ მათ და თვალებში შევხედოთ. ის, რომ მე არ გავიქეცი თავის დროზე, ის, რომ ჩვენ გვყავდა ანწუხელიძე და შინდისის გმირები, სწორედ ამან მოგვცა საშუალება, რომ საქართველო ბოლომდე ვერ გაანადგურეს მაშინ და ნელ-ნელა უხდებათ ასე განადგურება და დღეს მიიყვანეს ამ მდგომარეობამდე.

დღეს არის დიდი საფრთხის ქვეშ ჩვენი ქვეყანა, მაგრამ ამავე დროს, დამპყრობელიც არის ძალიან დიდი პრობლემების ქვეშ. ნახეთ როგორი არეულობებია რუსეთში, წკიპზე არის რუსეთი, რუსეთი აუცილებლად ჩამოიშლება, იმიტომ, რომ მართლა ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება და ყოველ დღე ვხედავთ ამას, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ამისთვის მზად, რომ თავზე არ ჩამოგვემხოს ეს ჩამოშლილი რუსეთი, პირველ რიგში ჩრდილოეთ კავკასიაში, სადაც ახლა არის არეულობები და უბედურებები.

იმისთვის, რომ ჩვენ ვიყოთ კარგ ფორმაში, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ შემოსული რუსების მიმართ, მე მინდა შევქმნათ სამოქალაქო თავდაცვისთვის ცხელი ხაზი, სადაც ხალხი დაგვირეკავს და შეგვატყობინებს იმის თაობაზე, რომ ანტიქართული გამოსვლებია, მათ შორის ჩემი ინფორმაციით, არიან დივერსიული ჯგუფი შემოსული, რომელსაც ევალება არეულობის პირობებში აქ ხელისუფლების ხელში აღება და დესტაბილიზაცია, ამიტომ ჩვენ უნდა დავაკვირდეთ ყველა საეჭვო მოძრაობას, ყველა საეჭვო სპორტული აღნაგობის პირს, რომელიც არის ამ ხალხს შორის.

ჩვენ არ უნდა გადავუხვიოთ მთავარი თემიდან. იმიტომ, რომ ერთი კვირა გამოცხადდება ზურაბიშვილის სიძულვილის კვირად, მეორე კვირა გამოცხადდება სააკაშვილის სიძულვილის კვირად, მესამე კვირა გამოცხადდება ოპოზიციის სიძულვილის კვირად, მეოთხე კვირა გამოცხადდება შიშის კვირად, არეულობის შიშის კვირად და ყველა ვთამაშობთ ამ უზარო თამაშს. შევწყვიტოთ ოლიგარქისა და რუსეთის თამაშის თამაში, შევწყვიტოთ მათ ფაბულაში ჩაჯდომა და ეს სასამართლო პროცესიც, რა თქმა უნდა მათი ფაბულის ნაწილია“,- განაცხადა სააკაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა