ირაკლი ბერაია - ოჩამჩირეში ინფრასტრუქტურის გაფართოება-არგაფართოების საკითხმა ვითარება დიდად შესაძლოა, არ შეცვალოს - ამ განცხადებებამდეც უსაფრთხოების გარემო საკმაოდ მძიმე და მყიფე იყო

ოჩამჩირეში ინფრასტრუქტურის გაფართოება-არგაფართოების საკითხმა ვითარება არსებითად დიდად შესაძლოა, არ შეცვალოს - ოჩამჩირის პორტის ინფრასტრუქტურის გაფართოების შესახებ განცხადებებამდეც უსაფრთხოების გარემო საკმაოდ მძიმე და მყიფე იყო, - ეს განცხადება პარლამენტის თავდაცვისა და კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ გააკეთა.

ბერაიას ინფორმაციით, მოცემული მომენტისათვის ოჩამჩირეში განთავსებულია „ეფესბეს“ სანაპირო დაცვის კატარღები. მისი თქმით, სამხედრო დანიშნულების დიდი წყალწვის ხომალდების მისაღებად ინფრასტრუქტურა მზად არ არის და ამ ეტაპზე გაფართოების კუთხით აქტივობას ადგილი არა აქვს.

„უსაფრთხოების გარემო არის საკმაოდ მყიფე, დამძიმებული, საკმაოდ კომპლექსური და ცვალებადი. პოლიტიკა რასაც ჩვენ ვატარებთ, არის გონივრული და ეფექტიანი.

ზოგადად, რუსული ოკუპაცია ჩვენი ქვეყნისთვის და მთლიანად რეგიონისთვის დიდ გამოწვევას წარმოადგენს. ოჩამჩირის პორტის ინფრასტრუქტურის გაფართოების შესახებ განცხადებებამდეც უსაფრთხოების გარემო საკმაოდ მძიმე და მყიფე იყო. ოკუპირებულ აფხაზეთში განთავსებულია რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის მეშვიდე სამხედრო ბაზა შეიარაღებით, აღჭურვილობით, არის როგორც სარაკეტო სისტემები, ასევე სანაპირო დაცვის სისტემები, რომელსაც საკმაოდ შორ მანძილზე წვდომა აქვს. ოჩამჩირეში ინფრასტრუქტურის გაფართოება-არგაფართოების საკითხმა ვითარებას არსებითად დიდად შესაძლოა არ შეცვალოს.

ნებისმიერი სახის გამოწვევა, საფრთხე, ის უკანონო ნაბიჯები, რასაც საოკუპაციო ძალა ახორციელებს, ხელისუფლების ყურადღების მიღმა არ რჩება - ხდება რეაგირება, როგორც ხელისუფლების, ასევე საერთაშორისო პარტნიორობის ჩართულობით იმისთვის, რომ აგრესორ სახელმწიფოზე ზეწოლა გაგრძელდეს და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება მოხდეს“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

რეგიონული უსაფრთხოების გარემოზე პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა დახურულ ფორმატში დაზვერვის სამსახურის უფროსს მოუსმინა. საუბარი მათ შორის შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს შეეხო.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა