ხატია დეკანოიძე ხაბეიშვილზე - „ქართულ ოცნებას“ ყველაზე დიდი საჩუქარი ამ ადამიანმა გაუკეთა - მისი პარტიულ გადატრიალებაში მონაწილეობით ხელისუფლებამ დაშლილი და დასუსტებული „ნაციონალური მოძრაობა“ მიიღო

„ქართულ ოცნებას“ ყველაზე დიდი საჩუქარი ამ ადამიანმა (ლევან ხაბეიშვილმა) გაუკეთა, როცა პარტიულ გადატრიალებაში მონაწილეობა მიიღო - ამით „ქართულმა ოცნებამ“ ყველაზე დიდი საჩუქარი - დაშლილი და დასუსტებული „ნაციონალური მოძრაობა“ მიიღო, - ასე ეხმაურება დეპუტატი ხატია დეკანოიძე ყოფილი თანაგუნდელის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის განცხადებას, რომლის თქმით, კანდიდატის სტატუსის თემაზე დეკანოიძემ და სამნიძემ მიზანმიმართულად, რუსული პარტიის საამებელი განცხადებები გააკეთეს.

დეკანოიძემ ხაბეიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ ჩრდილოვანი მმართველის წარმომადგენელი“ უწოდა.

„არ მგონია, რომ საქართველოს მოსახლეობას, ვისაც ცვლილება უნდა და ვინც საკუთარი შვილების მომავალს ევროპაში ხედავს, ქვეყნიდან წასვლა უნდოდეთ. მათი სურვილია საქართველოში იცხოვრონ. არ მგონია, რომ ქართველი ხალხისთვის რაიმენაირად საინტერესო იყოს „ნაციონალური მოძრაობის“ ჩრდილოვანი მმართველის წარმომადგენლის მოსაზრება და მის მიერ ხელოვნურად შექმნილი მედიათემა, რომელიც არა ხალხის ინტერესს, არამედ კონკრეტული ადამიანების ვიწრო ინტერესს ასახავს. თუ რაიმე „ქართული ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს და საკითხი არაფორმალური მმართველობის დამაზიანებელი ეფექტისაგან გადააქვს, სწორედ ეს არის. მე ხალხი და პოლიტიკაში მათი ინტერესის ასახვა მაინტერესებს. გადით ქუჩაში და იკითხეთ, ხაბეიშვილის პოზიცია ვინმეს აინტერესებს?! - თვითონ პარტიამაც კი, საერთაშორისო წარმომადგენლობაში, ის სხვა პარტიის თავმჯდომარით ჩაანაცვლა“, - განაცხადა დეკანოიძემ ლევან ხაბეიშვილის საპასუხოდ.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს