ალეკო ელისაშვილი - ან თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობას დატოვებს ბერაია, ან მე არ შემიძლია ვიყო კომიტეტის წევრი - გული მერევა ყველაზე, რომელიც უღირსად არის ჩაბღაუჭებული თანამდებობას

ბერაიამ უნდა დატოვოს თანამდებობა, ასე მშვიდად ვერ გავაგრძელებთ აქ სხდომებს, რომ ვითომ არაფერი მომხდარა. „ნიჩურტი“ და ახლა გავაგრძელეთ - თუ ის დარჩება თანამდებობაზე, მე უბრალოდ არ შემიძლია ვიყო კომიტეტის წევრი, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილი აცხადებს, რომ გუშინდელი დღის შემდეგ რცხვენია, რომ არის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის წევრი, რომელსაც ბერაია ხელმძღვანელობს. მისივე თქმით, ის ვერ ისაუბრებს მნიშვნელოვან თემებზე კომიტეტზე, მაშინ როცა თავმჯდომარე საკუთარ მოადგილეს, ქალ დეპუტატს აყენებს შეურაცხყოფას.

„მე მეამაყებოდა გუშინდელ დღემდე, რომ ვიყავი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი. ბავშვობიდან თუ რამით ვარ აღტაცებული და თაყვანს ვცემ, არის საქართველოს შეიარაღებული ძალები, თავდაცვის ძალები და თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემა.

გუშინდელი დღის შემდეგ მრცხვენია, რომ ვარ თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის წევრი, მრცხვენია კომიტეტის თავმჯდომარის ძალიან ამაზრზენი საქციელის გამო. არ ვიცი, როგორ მოიხარშა მის ტვინში ეს სიტყვათაწყობა და როგორ ამოთქვა ეს ქალის მიმართ. ეს ყასიდად ნათქვამი ბოდიში არაფერში ითვლება. ბოდიში უნდა გამოიხატოს იმაში, რომ დაუყოვნებლივ დატოვოს თავმჯდომარეობა. ჯერ ვიბადებით კაცებად და ქალებად, დეპუტატებად არ დავბადებულვართ არც ერთი და არც კომიტეტის თავმჯდომარეებად, ჯერ უნდა იყო კაცი და გახასიათებდეს ღირსება. გუშინ რაც ვნახეთ, იყო უღირსობის მწვერვალი. ჩაბღაუჭებულია ამ თანამდებობას უღირსად. გული მერევა ყველა იმ ადამიანზე, რომელიც უღირსად არის ჩაბღაუჭებული თანამდებობაზე. უნდა გადადგეს, ეს სალაპარაკო როგორ არის საერთოდ. ასე მშვიდად ვერ გავაგრძელებთ აქ სხდომებს, რომ ვითომ არაფერი მომხდარა, „ნიჩურტი“ და ახლა გავაგრძელეთ.

ან თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეობას დატოვებს ბერაია, ან მე უბრალოდ ვერ შევალ კომიტეტზე. ან ის დარჩება თანამდებობაზე, ან მე უბრალოდ არ შემიძლია ვიყო კომიტეტის წევრი,“ - განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისთვის,31 ოქტომბრის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა. გარდა ამისა, სიტყვიერი დაპირისპირება იყო ალუდა ღუდუშაურსა და ანა წითლიძეს შორისაც. წითლიძემ ღუდუშაურს „დებილი", "ქართული ოცნების" დეპუტატმა კი პარლამენტის ოპოზიციონერ წევრს "ბანძი" უწოდა: „შენ ხარ ბანძი ადამიანი, ჩვეულებრივი ბანძი ქალი ხარ”, - მიმართა ღუდუშაურმა წითლიძეს.

ამასთან, შემდგომ, ირაკლი ბერაიამ თეონა აქუბარდიას მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო ბოდიში მოიხადა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება