იაგო ხვიჩია - ბერაია ამ გზაზე იდგა დიდი ხანია, უბრალოდ არავინ „წაატორმუზა“, როცა შეცდომებს უშვებდა - ოპოზიციისგან რომ თქმულიყო მსგავსი „ქართული ოცნების“ ქალ დეპუტატზე, გალახავდნენ იმას „ქოცები“ და პასუხსაც ვერაფერს მოსთხოვდი

ირაკლი ბერაია ამ გზაზე იდგა უკვე დიდი ხანია და ის უბრალოდ არავინ არ „წაატორმუზა“, როცა შეცდომებს უშვებდა, - ამის შესახებ „გირჩის” ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა, რითაც პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა, რა დროსაც უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ბერაიამ დამოუკიდებელ დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა.

იაგო ხვიჩიას თქმით, თუ „ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ ტრადიციების და ღირებულებების დამცველის ნარატივი შეინარჩუნოს, ირაკლი ბერაია თანამდებობიდან უნდა გადააყენონ.

„ჩემი აზრით, ბერაია აქამდეც უკვე გადაყენებული უნდა იყოს იმიტომ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მინიმუმ თავისი ნარატივი დაიცვას: ქართული ოჯახი, სიწმინდე, ქალი ქალია და კაცი კაცია, ტრადიციების პატივისცემა და ა.შ. ამ ნარატივში რომ დარჩეს ფიზიკურად, საშუალება რომ არ მიეცეს მის პოლიტიკურ ოპონენტებს, მათ შორის ჩვენც, იმის თქმის, რომ ასეთი ქცევა თურმე „მოსულა“ „ქართული ოცნების“ მენტალიტეტით. ბოდიშიც ისე მოიხადოს, რომ ბოდიში ვინც უნდა მიიღოს იმას აზრადაც არ მოსვლია ასეთი რამის მიღება და მერე რომ დაამადლი ბოდიში ხომ მოიხადა კაცმაო. ბოდიში მე სხვა რამის გამო ვიცი, რომ გაწუხებს, მიხვდი, რაც არასწორად გააკეთე და ცდილობ, რომ გაპატიოს იმან, ვის წინაშეც ჩაიდინე ეს არასწორი საქციელი და მართლა მოუბოდიშე. მას რომ ასეთი რამ გაეკეთებინა, საერთოდ არ მივიდოდა აქამდე ეს საქმე, ჩემი აზრით.

ხომ დაინახეთ, რა თქვა და ხომ იცით „ქართული ოცნების“ ნარატივიც, რომ სხვები ებრძვიან ქართულ ტრადიციებს და თვითონ ტრადიციების მოყვარულია, ქალის პატივისმცემელი ხალხი არიან. ამ ნარატივში როგორ ჯდება ეს ყველაფერი? თან ეს ხომ არ არის პირველი შემთხვევა? ბერაიას არ დაუწყია მარტო ამით, ბერაია ამ გზაზე იდგა უკვე დიდი ხანია და ის უბრალოდ არავინ არ „წაატორმუზა“, როცა შეცდომებს უშვებდა. ჩემი აზრით, გუნდის შიგნითაც ყველასთვის გასაგებია, რომ პრობლემაა ეს ადამიანი. წარმოიდგინეთ, რომ ოპოზიციის მხრიდან თქმულიყო ასეთი რამ „ქართული ოცნების“ ქალ დეპუტატზე, გალახავდნენ იმას „ქოცები“ და პასუხსაც ვერაფერს მოსთხოვდი“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ცნობისთვის, 31 ოქტომბრის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა. გარდა ამისა, სიტყვიერი დაპირისპირება იყო ალუდა ღუდუშაურსა და ანა წითლიძეს შორისაც. წითლიძემ ღუდუშაურს „დებილი", "ქართული ოცნების" დეპუტატმა კი პარლამენტის ოპოზიციონერ წევრს "ბანძი" უწოდა: „შენ ხარ ბანძი ადამიანი, ჩვეულებრივი ბანძი ქალი ხარ”, - მიმართა ღუდუშაურმა წითლიძეს.

ამასთან, შემდგომ, ირაკლი ბერაიამ თეონა აქუბარდიას მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო ბოდიში მოიხადა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა