„ნაციონალური მოძრაობა“ მიმართავს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, რომ განიხილონ გიორგი ტატუაშვილზე თავდასხმის ფაქტი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიმართავს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, რომ განიხილონ გიორგი ტატუაშვილზე თავდასხმის ფაქტი.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „რუსული ოცნების” მცდელობის მიუხედავად, რომ ოპონენტებზე ღია თავდასხმებით დააშინოს ქართული საზოგადოება, საქართველო აუცილებლად იქნება თავისუფალი რუსული კრიმინალური მმართველობისგან“.

„რამდენიმე საათის წინ, “რუსული ოცნების” ორგანიზებით, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დმანისის მერობის კანდიდატს - გიორგი ტატუაშვილს თავს დაესხნენ. გიორგი არის ადამიანი, რომელმაც 2021 წელს არჩევნებში რეალურად მოიპოვა გამარჯვება და 2024 წლის არჩევნების წინ სწორედ მის სამაგალითოდ განეიტრალების მცდელობას აქვს ადგილი.

მივმართავთ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საქართველოში დემოკრატიის და ადამიანის უფლებების კუთხით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს - განიხილონ ეს ღია პოლიტიკური ვენდეტა, როგორც რუსული კრიმინალური რეჟიმის მიერ 2024 წელს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო ძალადობრივი კამპანიის ნაწილად.

მიუხედავად “რუსული ოცნების” მცდელობისა, მკაფიოდ გამოხატული, შეგნებული, კრიმინალური მეთოდებისა, ოპონენტებზე ღია თავდასხმებით დააშინოს ქართული საზოგადოება, საქართველო აუცილებლად იქნება თავისუფალი რუსული კრიმინალური მმართველობისგან, აუცილებლად გავა სამშვიდობოს, მიიღებს კანდიდატის სტატუსს და ხილულ მომავალში, გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი სახელმწიფო, ხოლო მოძალადეები სამართლიანი სასამართლოს წინაშე აგებენ პასუხს“,- ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, დმანისის ყოფილი მერის, გიორგი ტატუაშვილის განცხადებით, რომელიც 2021 წელს, ადგილობრივ არჩევნებზე კენჭს ოპოზიციის კვოტით იყრიდა, დღეს, „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირების მხრიდან მასზე თავდასხმა განხორციელდა. კერძოდ, როგორც ტატუაშვილი განმარტავს, თავს მმართველი პარტიის მიერ, როგორც 2020 წლის საპარლამენტო, ასევე, 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე დმანისში, მოსახლეობის დაშინების მიზნით გამოყენებული ე.წ. ზონდერდაჯგუფების წევრები - ზურაბ ოკმელაშვილი და კობა მენაბდიშვილი დაესხნენ. მისივე თქმით, სოფელ დიდ დმანისთან „მერსედესის“ მარკის მანქანა აედევნა, რომლის მგზავრების მხრიდანაც ცეცხლსასროლი იარაღით 4 გასროლა მოხდა. დმანისის ყოფილი მერის მიმართ გასროლის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
თორნიკე კორძაია - „ლიბერთის“ მთავარი ძალა ჩვენიანებშია!
„ვისოლ ჯგუფმა“ დღეს ერთდროულად „საბვეის“ კიდევ 3 რესტორანი გახსნა
„ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ გაიხსნა
ტექტო ჯგუფი: ISO სერტიფიკატის მფლობელი სამშენებლო კომპანია
ზუმერმა Trade-In წარადგინა