ირაკლი ზარქუა ქალი ოპოზიციონერი დეპუტატების წერილზე - გუშინწინ არ იყო, ერთმანეთს რომ ამხელდნენ, წინააღმდეგი იყავი სტატუსისო?! - აი ეს არის, ამათი მორალი, რომ ამორალურია და პრინციპი - უპრინციპობა! ე მანდ, იმ წერილში მელანი არ დაეწუწოთ!
  1. გუშინწინ არ იყო, ერთმანეთს ამხელდნენ წინააღმდეგი იყავი სტატუსისო?! - აი ეს არის, ამათი მორალი, რომ ამორალურია და პრინციპი - უპრინციპობა! ე მანდ, იმ წერილში მელანი არ დაეწუწოთ,- ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ჟურნალისტებთან უსრულა ფონ დერ ლაიენისთვის ქალი ოპოზიციონერების ერთობლივ მიმართვას.

ზარქუა აცხადებს, რომ ხელისუფლებამ სტატუსის მისაღებად ყველაფერი გააკეთა და ახლა ოპოზიციონრებს „არ უნდათ ჩამორჩნენ ამ მატარებელს“.

„მამაკაც ოპოზიციონერებს რას უწუნებენ? მაგალითად, ბატონ რომანს, რომელიც იბრძვის და იღწვის კანდიდატის სტატუსისთვის? რა ქნან, როგორ გაიპრავონ თავი, არ იციან. ახლა რომ გამოდიან და წერილს აგზავნიან, ამ წელიწადნახევრის განმავლობაში სად იყვნენ? - სამუშაო ჯგუფებში ვერ შემოვიყვანეთ. მაშინ სად იყო ამ ქალ ოპოზიციონერთა გაერთიანება? ესენი მაშინაც მავნებლობდნენ და ახლაც. იციან, რომ ყველაფერი გააკეთა მთავრობამ პრემიერის და პარლამენტმა შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ სამართლიანი გადაწყვეტილების წინაშე დადგეს ევროკომისია. იციან, რომ სტატუსს ველოდებით და არ უნდათ ჩამორჩნენ ამ მატარებელს. ერთმანეთს არ იყო, რომ ეუბნეოდნენ გუშინწინ, შენ იყავი წინააღმდეგი და შენ არაო და ერთმანეთს ამხელდნენ?! აი, ეს არის ამათი მორალი, რომ ამორალურია, ამათი პრინციპი, რომ უპირნციპობაა, აქაც კი ჩანს! ე მანდ, იმ წერილში მელანი არ დაეწუწოთ, ამას ვურჩევდი!“ - განაცხადა ზარქუამ.

ინფორმაციისთვის, საპარლამენტო ოპოზიციის ქალი დეპუტატები ევროკავშირს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე ევროკომისიის პრეზიდენტს უსრულა ფონ დერ ლაიენს ერთობლივი განცხადებით მიმართავენ. განცხადების თანახმად, ფუნდამენტური რეფორმები ქვეყანაში კვლავ განსახორციელებელია, თუმცა, განსაკუთრებით გაზრდილი გეოპოლიტიკური საფრთხეების და ქვეყანაში რუსული გავლენების ფონზე, ქვეყანას სტატუსი უნდა მიენიჭოს.

განცხადებას ხელს აწერენ: თეონა აქუბარდია, თინა ბოკუჩავა, ანა ბუჩუკური, თამარ ჩარკვიანი, ნატო ჩხეიძე, ხატია დეკანოიძე, ეკა ხერხეულიძე, თამარ კორძაია, ანა ნაცვლიშვილი, სალომე სამადაშვილი, ხათუნა სამნიძე, ანა წითლიძე, ქეთევან თურაზაშვილი.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია