რომან გოცირიძე - ზოგი პარლამენტში იმიტომ არ დადის, რომ სამუშაოდ არ მოსულა, ზოგმა სიაში ადგილები იყიდა - „ნაციონალური მოძრაობის“ სიის ირგვლივ დიდი ბატალიები გაიმართება, კიდევ კარგი, ამ პროცესს გამოვეცალე

პარლამენტში ზოგი იმიტომ არ დადის, რომ სამუშაოდ არ მოსულან. ზოგმა სიაში ადგილები იყიდა -„ნაციონალური მოძრაობის“ სიის ირგვლივ დიდი ბატალიები გაიმართება, კიდევ კაი ამ პროცესს გამოვეცალე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისივე თქმით, გარდა იმისა, რომ ზოგმა სიაში ადგილები იყიდა, ნაწილი სხვადასხვა გავლენებით ჩაეწერა.

„ზოგი პარლამენტში იმიტომ არ დადის, რომ სამუშაოდ არ მოსულან. ზოგმა სიაში ადგილები იყიდა, ზოგი სხვადასხვა გავლენებით ჩაეწერა სიაში, პოლიტიკური პროცესი იმდენად რთულია. სწორედ იმიტომ არ ვარ იმ ფრაქციაში, სადაც 36 კაცი შემოვიდა და 20 უკვე არ არის. ეს მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ ეხება“, - აღნიშნა გოცირიძემ.

კითხვაზე, თუ ვინ გაყიდა ადგილები „ნაციონალური მოძრაობის“ სიაში, გოცირიძემ განმარტა:

„ყველაზე დელიკატურად გაგცემთ პასუხს - პარტიას საარჩევნო ფული ხომ სჭირდება? თუმცა, ასე ლამაზადაც არ იყო საქმე...ნიკა მელია არ იყო პარტიის თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძე იყო და გრიგოლ ვაშაძეს არავინ ეკითხებოდა სიის შედგენას. ეს ისტორია გადავშალოთ“.

გარდა ამისა, მან საქართველოს მესამე პრეზიდენტის მოწოდებაზეც ისაუბრა, რომელიც აღნიშნავს, რომ მომავალი არჩევნებისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ აბსოლუტური უმრავლესობა უნდა შედგებოდეს იმ ადამიანებისგან, რომლებიც არასდროს ყოფილან პარლამენტის წევრები.

როგორც გოცირიძემ აღნიშნა, „ეს არასდროს მოხდება და რომ მოხდეს, „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშლება.

„ნაციონალური მოძრაობა“ დღეს დგას იმ ადამიანების მხრებზე, ვინც ძველი წევრები არიან, გამოუვლიათ ბევრი ქარ-ცეცხლი, აქციებზე რაც ქვა უსვრიათ, მათ მოხვედრილა. ამ ადამიანებმა მოიტანეს ეს პარტია. ეს ვერ მოხდება. ახალი პოლიტიკური სახეების გამოჩენას 5-10 წელი სჭირდება. რომ გითხრათ, დამისახელეთ ბოლო 5 წელში რომელიმე ახალი პოლიტიკური ფიგურა, შეიძლება 2-3 დამისახელოთ. ახლები ჩამოწერა „ქართულმა ოცნებამ“. ეს არის მათი გზა. მათი დეპუტატებიდან ძველი „ქართული ოცნებიდან“ ერთი ვოლსკია, ვინც იმ დროს მონაწილეობდა პოლიტიკურ ცხოვრებაში. დანარჩენი ახლები არიან. სიის 90%-ს შეიძლება კარგი დიპლომი ჰქონდეს, მაგრამ საშინელებებს აჭერენ ხელს.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ რთული პროცესია. იქ არიან ძველი „ნაციონალები“, უცნაური კონკურენციაა. იქ, ყოფილი „ევროპული საქართველო“ ბრუნდება. სიის ირგვლივ დიდი ბატალიები გაიმართება, კიდევ კაი ამ პროცესს გამოვეცალე. ერთი-ორზე იყო ნათქვამი, აი მომავალი საპარლამენტო ვარსკვლავი იქნება და ეს ვარსკვლავი გაგვექცა. სწორადაც გაიქცა, არ იყო მისი ადგილი“, - განაცხადა გოცირიძემ.

გოცირიძის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის დღეს გაკეთებული ორივე განცხადება „რთული იყო“.

როგორც მან განმარტა, თუ გვინდა, ოპოზიციამ გაიმარჯვოს და დიდი კოალიცია შეიქმნას, საჭიროა წარმოიშვას მძლავრი ცენტრი, უფრო მეტი ვიდრე, „ნაციონალური მოძრაობა“. გოცირიძის თქმით, ყველა პარტია, ვინც არ იქნება „ნაციონალურ მოძრაობასა“ და გახარიასთან, უნდა შეიკრას დიდ ბლოკში.

„პროცესები აჩვენებდა, რომ ნიკა მელია ტოვებდა „ნაციონალურ მოძრაობას“. არ არის გამორიცხული, ამ განცხადებამ ეს პროცესი შეაჩეროს. გამოდის, რომ ნიკა მელიამ პარტია დატოვა და შექმნა იმის გამო, რომ გააგდეს. მეორე განცხადებას თუ ვნახავთ, მაშინ მთელი ძველი პარტიული გვარდია გააგდეს, თუ ისინი სიაში არ იქნებიან. ორივე განცხადება რთული იყო. ამ პროცესმა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარეობდა 1 წელი, უკიდურესად დააზიანა პარტია და ოპოზიციური ფლანგი. „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე კოალიცია არ იქნება. უნდა უგულშემატკივრო ყველა იმ პარტიას, რომელმაც შესაძლოა ბარიერი გადალახოს. დღეს არსებობს ორი პარტია, რომელსაც შეუძლია გადალახოს, ერთი გადალახვის შანსი მეტი აქვს, ვიდრე ნაკლები არის გახარიას პარტია, რომელიც აცხადებს, რომ არავის შეუერთდება, თუმცა, პატარა მიერთება სჭირდება რისკების დასაზღვევად. მეორე არის „ნაციონალური მოძრაობა“. ჩემი აზრით, ეს ორი პარტია 23 პროცენტი არის. 18-20% „ნაციონალური მოძრაობა“, 5% გახარია. თუ გვინდა, გავიმარჯვოთ და დიდი კოალიცია შეიქმნას, საჭიროა წარმოიშვას მძლავრი ცენტრი, უფრო მეტი ვიდრე, „ნაციონალური მოძრაობა“. ამიტომ, ყველა პარტია, ვინც არ იქნება „ნაციონალურ მოძრაობასა“ და გახარიასთან, უნდა შეიკრას დიდ ბლოკში. შეიძლება ეს ბლოკი იყოს ერთი მთავარი ბლოკი, პლუს მეორე, პატარა ბლოკი, რომელიც არ იქნება რისკიანი ბლოკი, რომ მან ვერ გადალახოს ბარიერი. ელისაშვილი, იაგო ხვიჩია ღიად ამბობს, რომ არავისთან იქნებიან, ეს ძალიან დიდი შეცდომაა. ძალიან დიდი გულუბრყვილობაა, 1%-იანმა პარტიებმა თქვან, რომ ჩვენ ცალკე გავდივართ. ყველამ სადღაც უნდა მონახოს თავი“,- აღნიშნა გოცირიძემ.

ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას შემდეგი სიტყვებით მიმართა: “თუ პარტიის შიგნით გინდათ პარტიის ლანძღვა, სჯობს, გახვიდეთ და რაღაც თქვენი გააკეთოთ - რას ვიყოფთ ჯერ მოუკლავი დათვის ტყავს? გადით, შექმენით რაღაც ახალი, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ!“.

მოგვიანებით, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში მორიგი განცხადება გაავრცელა, სადაც ის აღნიშნავს, რომ მომავალი არჩევნებისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ სიის აბსოლუტური უმრავლესობა უნდა შედგებოდეს იმ ადამიანებისგან, რომლებიც არასდროს ყოფილან პარლამენტის წევრები.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს