პაატა მანჯგალაძე - კანდიდატის სტატუსის მიღების ზღვარზე ვართ და ნაცვლად იმისა, ამაზე ვიყოთ კონცენტრირებული, ახალ-ახალ საკვებს ვაძლევთ ხელისუფლების პროპაგანდას

ის, რომ მიხეილ სააკაშვილი ორმაგი პატიმარია, პროპაგანდაა - კანდიდატის სტატუსის მიღების ზღვარზე ვართ და ნაცვლად იმისა, რომ ამაზე ვიყოთ კონცენტრირებული, ახალ-ახალ საკვებს ვაძლევთ ხელისუფლების პროპაგანდას, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა “ნაციონალურ მოძრაობაში” არსებულ ვითარებასა და ნიკა მელიას განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილი “ორმაგი პატიმარია”

მისივე თქმით, ხელისუფლებას სჭირდება იმის პროპაგანდა, რომ “თითქოს მიხეილ სააკაშვილი სუსტია და ვერ იღებს გადაწყვეტილებას პარტიასთან დაკავშირებით”.

„არ მჯერა ამის - მიხეილ სააკაშვილი ორმაგ ტყვეობაში მყოფი ადამიანი არ მგონია. ეს არის პროპაგანდა, რომელიც ხელისუფლებას სჭირდება, რომ მიხეილ სააკაშვილი თითქოს სუსტია და ვერ იღებს გადაწყვეტილებას პარტიასთან დაკავშირებით. უამრავი პოსტი შემხვდა სოციალურ მედიაში, სადაც ამაზე იყო შარჟები აგებული, თითქოს სააკაშვილი სუსტია და გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია. შეიძლება ეს [პროპაგანდა] არაა მათი მიზანი, როცა ამას საუბრობენ, მაგრამ ეს პროპაგანდისთვის ახალი საკვებია, რომ “სააკაშვილი პარტიამ აიყვანა ტყვედ”,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მანჯგალაძე ასევე უპასუხა კითხვას მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, რომ მას ნიკა მელია არ უგულისხმია, როდესაც თქვა, რომ ვისაც პარტიის ლანძღვა უნდა, პარტიიდან უნდა გავიდეს.

კითხვაზე, თუ არა მელია, მაშინ ხომ არ იგულისხმა სააკაშვილმა ლევან ხაბეიშვილი, მანჯგალაძე ამბობს, რომ “სააკაშვილს თუ უნდოდა, იტყოდა, რომ ხაბეიშვილი არ მოსწონს”.

“რასაც ვუყურებ, არ დასრულდა საუბარი იმაზე, რომ პარტიაში [“ნაციონალურ მოძრაობაში”] არეულობაა. კანდიდატის სტატუსის მიღების ზღვარზე ვართ და ნაცვლად იმისა, რომ ამაზე ვიყოთ კონცენტრირებული, ახალ-ახალ საკვებს ვაძლევთ ხელისუფლების პროპაგანდას. არ დასრულდა რაღაც შიდა გარჩევები. არ არის ეს კარგი და არ ეხმარება პროცესს. გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული ან ასე, ან ისე. რაც ხდება, არ მომწონს, ცუდია და არ ტოვებს სერიოზულ შთაბეჭდილებას. სააკაშვილს ხაბეიშვილი არ უგულისხმია ნამდვილად, ყოველ დღე აქვს კომუნიკაცია. თუ უნდოდა, იტყოდა, ხაბეიშვილი არ მომწონსო”,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე
ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს! - ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის კონკურსი - „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ დაიწყო
BTU სტუდენტებისთვის AI ბანაკს გამართავს