მამუკა ხაზარაძე - მოვითხოვთ, საქართველოს ხელისუფლებამ გადმოაცემინოს მკვლელები - დაველოდებით, რას იზამს „ქართული ოცნება“

მოვითხოვთ, საქართველოს ხელისუფლებამ გადმოაცემინოს მკვლელები ჩვენს სამართალ დამცავი ორგანოებისთვის - დაველოდებით რას იზამს „ქართული ოცნება“, - ამის შესახებ „ლელოს“ თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რითაც სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობას ეხმაურება.

მისივე შეფასებით, ეს არის დანაშაული, მკვლელობა და კიდევ ერთი დადასტურება, რომ რუსეთი არის ოკუპანტი.

“დღეს ყველანი მოწმეები გავხდით შემზარავი ფაქტის - ოკუპანტებმა მოგვიკლეს თანამემამულე. ეს არის დანაშაული, მკვლელობა და კიდევ ერთი დადასტურება, რომ რუსეთი არის ოკუპანტი. რუსეთს ჩვენი ქვეყანა აქვს დაპყრობილი. მოვითხოვთ, საქართველოს ხელისუფლებამ გადმოაცემინოს მკვლელები ჩვენი სამართალდამცავი ორგანოებისთვის. ეს იქნება სწორი მოთხოვნა. დაველოდებით რას იზამს „ქართული ოცნება“. ეს არის დანაშაული თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქის მიმართ.

„ქართული ოცნება“, სწორედ თავისი პოლიტიკით ემსახურება რუსულ საქმეს საქართველოში. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, ამიტომ „ქართული ოცნება“ უნდა მოშორდეს ხელისუფლებას, რომ მსგავსი ფაქტები არა თუ არ მოხდეს, არამედ ერთხელ და სამუდამოდ დავიბრუნოთ ჩვენი მიტაცებული მიწები“, - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქე მოკლეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მომხდარზე განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე.

“2023 წლის 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დაკავებულ იქნა ერთი მოქალაქე.

მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით”, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც სუს-ი ავრცელებს.

შსს-მ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
ნაზილბე BDO Digital-თან პარტნიორობით მერჩანდაიზინგის თანამედროვე სისტემას ABM Shelf-ს ნერგავს
„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ ფონდების მხარდაჭერით ნოდარ დუმბაძის საიუბილეო წიგნები გამოიცა
რივერ პარკი - Index | Wealth Management-ის ახალი პროექტი
სილქნეტი - საქველმოქმედო გალა-ვახშამი და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ანგარიში
თბილისში „ქეი-ეფ-სი“-ს მე-15 რესტორანი  გაიხსნა
ახალი წლის მოლოდინი და 2024 წლის ტენდენციები