დავით ქართველიშვილი - დღეს, იმ რუს მკვლელთან ერთად, მისი ქართულ მიწაზე ჩამომყვანი ძალაც უნდა გასამართლდეს, რასაც ჩვენი საზოგადოება ვერა და ვერ ეღირსა! წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი ამ დანაშაულებრივი „ნაც-რუსეთის" ტანდემი არ გაჩერდება

რის გაგებას ცდილობთ დღეს ჩვენგან და გგონიათ, ხმა აგვიკანკალდება ამ მორიგ მკვლელობაში ოკუპანტი რუსეთის დადანაშაულებაში?! - ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოფელ კირბალთან თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს.

ქართველიშვილის თქმით, სწორედ იმ ძალების ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაუთმო საქართველომ რუსეთს ცხინვალის რეგიონი, რომლებიც დღეს ლოზუნგებით გამოდიან, რომ რუს ოკუპანტს გინტურის მკვლელობა არ უნდა შერჩეს.

„არანაირი პრობლემა მოლოცვის, თუ ერთობლივად ჩატარებულ ქორწილებსა, თუ ქელეხებში მონაწილეობის, ცხინვალის გავლით რაჭაში ჩასვლის, ცხინვალიდან თბილისში ჩამოსვლის, გორიდან როკის გვირაბის გავლით ვლადიკავკაზში გამგზავრების - 2004 წლის ზაფხულამდე არ იყო. მაისის ბოლოს, თბილისში სამი დღით გენერალ-პილკოვნიკი ვლადიმერ რუშაილო ჩამოვიდა და მერე დაიწყო ის, რაც დაიწყო.

ეს მოცემულობა ორივე მხარეს არ აწყობდა: არც რუსეთს და არც ნაცებს! დღეს ამის დავიწყებას ცდილობენ, მაგრამ ამის დავიწყება არ გამოვა! ჩვენ, 2004 წლის ზაფხულში კიდევ ერთხელ დავკარგეთ დე-ფაქტო ცხინვალის რეგიონი, ხოლო ჩვენი პოლიციელები სეპარატისტებმა ქალაქის ცენტრში დააჩოქეს! ყველა იმდროინდელი ოპოზიციიდან დაწყებული, გაერო-თი დამთავრებული, „ნაცებს“ აფრთხილებდნენ: მსგავსი სისულელე აფხაზეთის მიმართ მაინც არ გაიმეოროთო, მაგრამ 2006 წელს „კოდორის პროვოკაცია“ მაინც განახორციელეს და აქაც სასწაული თანხვედრა მოხდა რუსეთისა და „ნაცების“ ერთობლივ ინტერესებში!

2008 წელი და საქართველოს ოკუპაციის გაფორმება, საკუთარი შეიარაღებული ძალების დადანაშაულება ამ ოკუპაციის გამომწვევი ომის დაწყებაში, ასევე შედიოდა რუსეთის და „ნაცების“ ერთობლივ გეგმებში! ამის დავიწყებას ვერავინ გვაიძულებს! ქართველი გუბერნატორები, ჩვენი გმირების წამებით მოკვდინების ბრძანების გამცემი გენერლების მძღოლებად მუშაობდნენ "დასავლეთის" და "აღმოსავლეთის" ფრონტებზე და მათ დაპურების საქმეში ოფიციანტობას უწევდნენ. ეს რატომ და როგორ უნდა დავივიწყოთ???

რის გაგებას ცდილობთ დღეს ჩვენგან და გგონიათ, ხმა აგვიკანკალდება ამ მორიგ მკვლელობაში ოკუპანტი რუსეთის დადანაშაულებაში?! მკვლელია ის რუსი ოკუპანტი - აბა ვინაა? მსხვერპლია, თანაც მერამდენე - თამაზი გინტური! მაგრამ მის მკვლელობაში თანამონაწილეა ის ძალა, ვინც ეს მკვლელები ჩვენს სახლში შემოუშვა! დღეს, ჩვენ გვიწევს ამ უსამშობლო მავნებლების მიერ დატოვებულ უმძიმეს მემკვიდრეობასთან გამკვლავება. დღეს, იმ რუს მკვლელთან ერთად მისი ქართულ მიწაზე ჩამომყვანი ძალაც უნდა გასამართლდეს, რასაც ჩვენი საზოგადოება ვერა და ვერ ეღირსა! წინააღმდეგ შემთხვევაში მათი ამ დანაშაულებრივი „ნაც-რუსეთის“ ტანდემი არ გაჩერდება“, - წერს ქართველიშვილი.

აღნიშნულ ინფორმაციას „ხალხის ძალა“ ავრცელებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში