რომან გოცირიძის ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის საკითხზე ოპოზიცია პარლამენტს სპეციალური რეზოლუციის პროექტს შესთავაზებს

დეპუტატ რომან გოცირიძის ინფორმაციით, სოფელ კირბალში ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის საკითხზე საპარლამენტო ოპოზიცია პარლამენტს სპეციალური რეზოლუციის პროექტს შესთავაზებს.

გოცირიძემ მომხდართან დაკავშირებით ხელისუფლების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს „სამარცხვინო" უწოდა.

„ხელისუფლების მხრიდან სამარცხვინო - რუსეთის წამახალისებელი განცხადებები კეთდება, რომ მათ საქართველოს ტერიტორიაზე დაუსჯელად თარეშის შესაძლებლობა ჰქონდეთ. ნებისმიერი მკაცრი განცხადება, საერთაშორისო საზოგადოებისადმი მიმართვა არის მცირე, მაგრამ ერთ-ერთი პრევენციული ზომა, რათა ასეთი მოვლენები არ ხდებოდეს. ოპოზიცია ამზადებს რეზოლუციას, რის შესახებაც მალე შეიტყობთ", - განუცხადა ჟურნალისტებს რომან გოცირიძემ.

საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 6 ნოემბერს მოკლეს. არსებული ინფორმაციით, თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი ლომისის ეკლესიაში, სანთლების დასანთებად მიდიოდნენ, როცა რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცეცხლი გახსნეს. აღნიშნულის შედეგად თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა