ევროკავშირის ელჩი - ჩვენ ახლა 9 ნაბიჯისგან შემდგარი კომპლექტი გვაქვს, ზოგიერთი 12 პრიორიტეტიდანაა, სხვები ახლებია - ახალი ნაბიჯებიდან ერთ-ერთია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები

საქართველოსთვის ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ერთ-ერთი ახალი ნაბიჯია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, გაფართოება 27 წევრი სახელმწიფოს მიერ ერთსულოვნად არის გადაწყვეტილი.

„გადაწყვეტილებები უმაღლეს დონეზე მიიღება, 27 წევრი სახელმწიფოს პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების დონეზე. მათზეა დამოკიდებული დარწმუნდნენ, რომ ევროკომისიის პოზიტიურ რეკომენდაციას გაჰყვებიან, მათ უნდა გადაწყვიტონ შემდგომი ნაბიჯები იმ პროგრესზე დაყრდნობით, რომელსაც საქართველომ მიაღწია. ამიტომაა ასე მნიშვნელოვანი ის, რომ საქართველოში ყველა პოლიტიკური ძალა გაერთიანდეს, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ ერთხმად ისაუბრონ, როდესაც საქმე ევროპულ ინტეგრაციას ეხება, რომ იყოს ინკლუზიურობა და თანამშრომლობა.

შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ევროკავშირი ღიაა, რომ გელით. ცოტა ხნის წინ დავბრუნდი ბრიუსელიდან, ორი დღე გავატარე იქ, ჩემს ყველა უფროსს ვესაუბრე, ყველა მოუთმენლად ელის როდის დასხდებით მაგიდასთან. თუმცა ეს მომზადებას მოითხოვს, ეს მოითხოვს, რომ საქართველო მზად იყოს, რათა ევროკავშირის წევრობით ისარგებლოს და რათა ევროკავშირი უფრო ძლიერი გახადოს.

ამისთვის ჩვენ ახლა ცხრა ნაბიჯისგან შემდგარი კომპლექტი გვაქვს. ზოგიერთი მათგანი ძალიან ნაცნობია, ვინაიდან ზოგიერთი მათგანი 12 პრიორიტეტიდანაა, რომლებიც ჯერ კიდევ პროგრესში იმყოფება. სხვები ახლებია. ამ ახალი ნაბიჯებიდან ერთ-ერთია - თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ეს დემოკრატიის ხერხემალია. რა თქმა უნდა, ჩვენ არა მხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ არჩევნებამდე მიმავალ მთელ პერიოდს დავაკვირდებით და გულწრფელი იმედი გვაქვს, რომ სუფთა ველი იქნება და ყველა შეძლებს საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას და უპირველეს ყოვლისა - რომ ძალადობა არ იქნება. ყველა დემოკრატიაშია განსხვავებული ხმები, ყველა დემოკრატიაში განსხვავებული ხედვები, მაგრამ ძალადობა აბსოლუტურად მიუღებელია,” - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის