ბაზელის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის დირექტორი საქართველოს პრეზიდენტს წერილს უგზავნის

ბაზელის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის დირექტორი, სემ კელერი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს წერილს უგზავნის.

წერილს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ქალბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო სალომე, დიდი მადლობა თქვენი თბილი წერილისთვის. დიდი პატივი და სიხარული იყო ჩვენთვის თქვენი მასპინძლობა ბაზელში, ფიროსმანის გამოფენის გახსნაზე. მე და ჩვენი სტუმრები მოხარულნი ვართ რომ პატივი დაგვდეთ და გვესტუმრეთ.

შთამაგონებელია იმის ხილვა, თუ რამდენად თავდადებული და ერთგული ხართ ხელოვნების პოპულარიზაციის პროცესის მიმართ, როგორც საქართველოში, ასევე, მის ფარგლებს გარეთ. საქართველოს, ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას, გაუმართლა, რომ თქვენ მისი პრეზიდენტი და ლიდერი ხართ.

მიუხედავად იმისა, რომ ფიროსმანი მის სიცოცხლეში ყოველთვის ისე არ იყო აღიარებული, როგორც მას ეკუთვნოდა, თუმცა ბევრი ხელოვანი მის შემოქმედებას ყოველთვის პატივს სცემდა; ამიტომ, მოხარული ვარ, რომ წავიკითხე თქვენი კომენტარები ფიროსმანის, პიკასოსა და რუსოს კავშირზე და თანამედროვე მხატვრებთან: თეა ჯორჯაძესთან და ანდრო ვეკუასთან თანამშრომლობის შესახებ.

ჩვენ მადლიერებითა და სიხარულით ვუთმობთ ფიროსმანს იმ პლატფორმას, რომელსაც ის იმსახურებს და ბოლოს და ბოლოს, წარმოვადგენთ მის ნამუშევრებს Fondation Beyeler-ში. იმედია, შევძლებთ მცირე წვლილი მაინც შევიტანოთ შვეიცარიასა და მის მეზობელ ქვეყნებში საქართველოს მომაჯადოებელი კულტურის შემეცნების საქმეში.

ჩვენ განსაკუთრებით მადლიერნი ვართ თქვენი პატრონაჟისა და მხარდაჭერისათვის. თქვენმა ინიციატივამ და მოწვევამ დიდი მოტივაცია მოგვცა მოგვეწყო ფიროსმანის გამოფენა. მოხარული ვიყავი ისევ მემასპინძლა თქვენთვის ბაზელში და ვიმედოვნებ, რომ თბილისს მომავალი წლის გაზაფხულზე ვეწვევი“, - ნათქვამია სემ კელერის წერილში.

დავით ზურაბიშვილი - ვეთანხმები მოსაზრებას, რომ დღეს არსებული ოპოზიციური ისტებლიშმენტი და პოლიტიკური სპექტრი ამ ხელისუფლების დამმარცხებელი არ არის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.04.2026
Kia საქართველო მომხმარებლებს ავტომობილის ფლობის სრულად გამჭვირვალე სტანდარტს სთავაზობს
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ თუთუ კილაძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება
Acıbadem-ის გლობალური სამეცნიერო ძალა: სამი წამყვანი ექიმი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან მეცნიერთა შორის
აპლიკაცია SilkGo და ვიდეოპორტალი Myvideo გაერთიანდა
სასტუმრო „ტელეგრაფის“ ახალი სივრცე „Network Lounge by Silknet“ პირველ გამოფენას მასპინძლობს