ხათუნა სამნიძე - ქალის რეპროდუქციის პოლიტიკა ამ ქვეყანაში უნდა შეიცვალოს - ამაში შედის არა ბარიერები, არამედ განათლების კუთხით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა

ქალის რეპროდუქციის პოლიტიკა ამ ქვეყანაში უნდა შეიცვალოს და არა ბარიერების აღმართვით კიდევ უფრო მეტი პრობლემა შევუქმნათ ქალებსა და ახალგაზრდა გოგონებს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რითაც იმ ცვლილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან ქალებს აბორტის გაკეთებამდე 5 დღე მოცდა და ფსიქოლოგსა და სოციალურ მუშაკთან კონსულტაცია მოუწევთ.

მისივე თქმით, ეს ქალებს უბიძგებენ არალეგალური აბორტებისკენ და გააძვირებს ასევე სერვისს.

„როგორც იცით, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან ის ქალები, რომლებიც გადაწყვეტენ აბორტის გაკეთებას, გარდა იმისა, რომ 5-დღიანი მოსაცდელი დრო აქვთ, ამას დაემატა კონსულტაცია არამხოლოდ გინეკოლოგთან, ექიმთან, არამედ ფსიქოლოგთან და სოციალურ მუშაკთან ასევე. ეს არის ახალი ბარიერი, რომელიც გაჩნდა ქალის რეპროდუქციულ უფლებებში. მესმის, რომ რთული ვითარება გვაქვს და ამ პარლამენტში არ გაგიკვირდებათ, როცა ქალების წინააღმდეგ უამრავი განცხადება კეთდება, თავდასხმა და ახლა უკვე რეპროდუქციულ უფლებებში ჩარევაც დაიწყო. ქალის რეპროდუქციის პოლიტიკა ამ ქვეყანაში უნდა შეიცვალოს და არა ბარიერების აღმართვით კიდევ უფრო მეტი პრობლემა შევუქმნათ ქალებსა და ახალგაზრდა გოგონებს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ამბობს, რომ ამგვარი ბარიერები ქალებისა და ახალგაზრდა გოგონების რეპროდუქციულ უფლებებში ქმნის პრობლემებს. ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები არ გამართულა, რის საფუძველზე გადაწყვიტა მინისტრმა ეს ცვლილება, რა ანალიზს ეყრდნობა, რა სტატისტიკას. თუ ვინმე იტყვის რომ ამით შემცირდება ქვეყანაში აბორტების რაოდენობა, ესეც უსაფუძვლოა და არ აქვს კონკრეტული საფუძველი, რადგან ეს შექმნილი ბარიერები, პირიქით, ქალებს, სამწუხაროდ, უბიძგებენ არალეგალური აბორტებისკენ. ეს გააძვირებს ასევე სერვისს.

ჩვენს ქვეყანას სჭირდება რეპროდუქციული პოლიტიკის გაუმჯობესება. ამაში შედის არა ბარიერები, არამედ განათლების კუთხით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. სკოლაში განათლება, სექსუალური განათლება, რაზეც მრავალი წელია ქალთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებსა და პოლიტიკოსებს წინააღმდეგობა აქვთ. მათ, ვინც მუშაობენ ქალთა უფლებებზე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ აღმასრულებელ ხელისუფლებას, მანამ, სანამ ასეთი ბარიერები შეიქმნება ქალთა უფლებების წინააღმდეგ, კონსულტაციები გაიარონ და გადავხედოთ რეპროდუქციულ პოლიტიკას ქვეყანაში“,- განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია